png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

აშშ-ში მიაჩნიათ, რომ ომის შესაჩერებლად ტერიტორია უნდა დავთმოთ... ამგვარად საუბარი შეუძლებელია - ზელენსკი

  • მსოფლიო
  • 12.11.2026
  • 07:53
აშშ-ში მიაჩნიათ, რომ ომის შესაჩერებლად ტერიტორია უნდა დავთმოთ... ამგვარად საუბარი შეუძლებელია - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის წარმომადგენლები ომის დასრულების მიზნით ტერიტორიული საკითხის მოგვარების სხვადასხვა ვარიანტს განიხილავენ, თუმცა ამ საკითხზე გადაწყვეტილება, მისი თქმით, სახელმწიფოთა ლიდერების დონეზე უნდა მიიღონ.

ამის შესახებ ზელენსკიმ დუბლინში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ზელენსკის თქმით, აშშ-ის წარმომადგენლები მოლაპარაკებების დროს დონბასის საკითხს რეგულარულად აყენებენ.

„რა თქმა უნდა, ისინი ამ საკითხზე ამახვილებენ ყურადღებას. მიაჩნიათ, რომ ომის შესაჩერებლად ჩვენ ჩვენი ტერიტორია უნდა დავთმოთ. ჩვენს ქვეყანასთან დამოუკიდებლობის საკითხზე ამგვარად საუბარი შეუძლებელია. ისინი ამ საკითხის მოგვარების სხვადასხვა ვარიანტის მოძებნას ცდილობენ. სხვადასხვა წინადადების შესახებ მსმენია“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ამ ვარიანტების დეტალებზე საუბარს არ აპირებს, რადგან თითოეულის განხილვას შესაძლოა საათები დასჭირდეს.

„თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, სურს თუ არა ამერიკულ მხარეს რუსებზე ზეწოლის განხორციელება. ეს ასევე დამოკიდებულია რუსეთთან მათი დიალოგის ფორმატზე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ თუ ასეთი რთული და მგრძნობიარე საკითხების მოგვარების სურვილი არსებობს, მათზე საუბარი აუცილებელია.

„ჩვენ მხოლოდ განხილვით არ უნდა შემოვიფარგლოთ, ეს საკითხები უნდა გადავწყვიტოთ კიდეც და ამის შესახებ ლიდერების დონეზე უნდა ვისაუბროთ. თუმცა, ამისთვის საჭიროა ამერიკული მხარისგან დადებითი სიგნალები და რუსეთის მხრიდანაც მხარდაჭერა, მათი მონაწილეობით“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ტეგები:
  • ვოლოდიმირ ზელენსკი
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
  • 08:48
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
  • 08:13
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
როგორც იუწყებიან, უსმან ნურმაგომედოვი დააკავეს მშიშრებთან ერთად, ვინც მასთან ერთად იყო - ილია თოფურია
  • 07:54
როგორც იუწყებიან, უსმან ნურმაგომედოვი დააკავეს მშიშრებთან ერთად, ვინც მასთან ერთად იყო - ილია თოფურია
აშშ-ში მიაჩნიათ, რომ ომის შესაჩერებლად ტერიტორია უნდა დავთმოთ... ამგვარად საუბარი შეუძლებელია - ზელენსკი
  • 07:53
აშშ-ში მიაჩნიათ, რომ ომის შესაჩერებლად ტერიტორია უნდა დავთმოთ... ამგვარად საუბარი შეუძლებელია - ზელენსკი
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
  • 15:57
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge