primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
13 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge

ალექსიძე: იმედი გავქვს, რომ ასეთი პროექტები განხორციელდება საქართველოს სხვა აეროპორტებშიც

  • ეკონომიკა
  • 30.07.2016
  • 18:10
ალექსიძე: იმედი გავქვს, რომ ასეთი პროექტები განხორციელდება საქართველოს სხვა აეროპორტებშიც

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე იაპონური მხარის დახმარებით შექმნილი მზის ელექტროენერგიის გამომუშავების სისტემა ამუშავდა. პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე აეროპორტში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტოშიო კაიტანი, ეკონომიკის სამინისტროს „საქართველოს ეროპორტების გაერთიანების“ გენერალური დირექტორი ქეთი ალექსიძე, თბილისის მერი დავით ნარმანია, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, კომპანია „ტავ ჯორჯიას“ წარმომადგენლები, სხვა ოფიციალური პირები, მოწვეული სტუმრები და მედიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტომ (JICA) საქართველოს მთავრობას პროექტისთვის „მზის ენერგიის სისტემით სუფთა ენერგიის გამომუშავება“ 480 000 000 იენის (დაახლ. 4 500 000 აშშ დოლარი) ოდენობის გრანტი გამოუყო. გრანტის მიმღებ ორგანიზაციებად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი შეირჩა.
„თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, იაპონური მხარის დახმარებით, დამონტაჟდა მზის პანელები, რომლის მეშვეობითაც მოხდება ელექტროენერგიის გამომუშავება ტერმინალის უზრუნველყოფისთვის. ჩვენ მივესალმებით ამ ძალიან კარგ წამოწყებას და იმედი გავქვს, რომ ასეთი პროექტები განხორციელდება საქართველოს სხვა აეროპორტებშიც“ - განუცხადა ჟურნალისტებს ეკონომიკის სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ხელმძღვანელმა, ქეთევან ალექსიძემ.
პროექტის ფარგლებში სამშენებლო სამუშაოები 2015 წლის ნოემბერში დაიწყო. დამონტაჟდა მზის ენერგიის გამომუშავების სისტემა. აეროპორტის ტერიტორიაზე განთავსებული სისტემის საშუალო სიმძლავრე ს 316 კვტ-ია, ხოლო წლიური გამომუშავებული ენერგია - 337 000 კვტ/სთ, განთავსების ტერიტორია დაახლ 4,100 კვ.მ; CO2-ის ემისიის შემცირება ყოველწლიურად - 187.0 ტ.
სამშენებლო სამუშაოები იაპონურმა კომპანია “Itochu Corporation”-მ, მისი ქართული და იაპონური ქვეკონტრაქტორების -Fuji Furukawa Engineering & Construction Co.Ltd. და შპს „გრუსიას“ მეშვეობით განახორციელა. სამუშაოებს ზედამხედველობას უწევდა იაპონური კომპანია „Oriental Consulting”. პროექტი უახლესი იაპონური ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდა..
გამომუშავებული ელექტროენერგია აეროპორტის ტერმინალების განათებას მოხმარდება.
გარდა ამისა, გრანტის ფარგლებში, იაპონელი სპეციალისტების მიერ მართვასა და ოპერირებაში აეროპორტისა და ილიას უნივერსიტეტის თანამშრომელები გადამზადდნენ, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია სისტემის გამართული ფუნქციონირებისათვის.
პროექტი მიზნად ისახავს სუფთა და განახლებადი ენერგიის პოპულარიზაციასა და განვითარებას საქართველოში. მისი დანერვის შედეგად შემცირდება C02-ის ყოველწლიური ემისია. პროექტი ასევე მნიშვნელოვანია განახლებადი ენერგიის გამოყენების თვალსაზრისით, რაც კლიმატის ცვლილებიდან გამომდინარე, ხელს შეუწყობს საფრთხეების რისკების შემცირებას ეკონომიკისა და ბუნებრივ ეკოსისტემაში.
იაპონური მხარის დახმარებით დამონტაჟებული სისტემის მეშვეობით მოხდება ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის გამომუშავება, განახლებადი ენერგიის წარმოების გაზრდა, სისტემის მარტივი ოპერირება და მართვა, უწყვეტი ელექტროენერგიის მიწოდება ექსტრემალურ პირობებში და ელექტროენერგიის გამომუშავებასთან დაკავშირებული ხარჯების დაზოგვა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
  • 13:50
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
  • 18:16
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
  • 14:27
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
  • 11:02
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge