png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

გიორგი კვირიკაშვილმა დუშეთში ადგილობრივებს ”ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია ქუცნაშვილი წარუდგინა

  • პოლიტიკა
  • 30.07.2016
  • 19:52
გიორგი კვირიკაშვილმა დუშეთში ადგილობრივებს ”ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია ქუცნაშვილი წარუდგინა

“ჩვენ მართლა დიდი ქვეყნის შვილები ვართ”, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დუშეთში განაცხადა, სადაც ადგილობრივებს ”ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია ქუცნაშვილი წარუდგინა. ”დღეს ვიზეიმეთ უდიდესი დღესასწაული ვაჟაობა, დღესასწაული, რომელიც ქართველი კაცის სულიერების სიღრმეზე მიუთითებს და მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად უკიდეგანოა ქართველი კაცის კაცთმოყვარეობა. ჩვენ მართლა დიდი ქვეყნის შვილები ვართ, შესანიშნავ ზეიმზე ჩვენ ვაჟას პოეზია წაგვიკითხეს, ჩვენმა საყვარელმა ადამიანმა გუჯა ბურდულმა. ჩვენ იმ ადგილას ვიმყოფებით, რომელიც ყოველთვის საქართველოს უსაფრთხოების და ყოფნა-არყოფნის დროს, გადამწყვეტ სიტყვას ამბობდა საქართველოსთვის ბრძოლაში. მთიელები ყოველთვის, საუკუნეების მანძილზე იდგნენ საქართველოს დამცველთა რიგებში პირველ ადგილზე. დღეს ჩვენ უნდა შევეხიდოთ მთას და უნდა დაგიდგეთ გვერდით, რომ საქართველო გადავარჩინოთ. მთის გარეშე საქართველოს განვითარება შეუძლებელია, და საქართველოს, ქართველი კაცის ბუნების, მისი საუკეთესო თვისებების შენარჩუნება შეუძლებელია”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. არ შეიძლება ქართველებმა ვიცხოვროთ, ვისუნთქოთ და ვიკვებოთ პოლიტიკით. ეს არის ერთ-ერთი დამახასიათებელი ჩვენი გუნდის, ჩვენ გვინდა დავამშვიდოთ საზოგადოება. არ შეიძლება ქართველებმა ვიცხოვროთ მხოლოდ პოლიტიკით, არ შეიძლება ვისუნთქოთ და ვიკვებოთ პოლიტიკით, არ შეიძლება ყოველ დღე ვუყუროთ ტელევიზიით, თუ როგორ ილანძღებიან ადამიანები, როგორ აყენებენ ერთმანეთს შეურაცხყოფას, ეს ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დამთავრდეს, ეს ფურცელი უნდა გადავშალოთ და დავიწყოთ ერთმანეთის პატივისცემაზე და სიყვარულზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობა”, - განაცხადა პრემიერმა. ”ქართული ოცნება” არის ქვეყანაში ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია ყველა იმ პრობლემის მოგვარება, რომელიც დღეს ადამიანებს აწუხებთ, -

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

როგორც იუწყებიან, უსმან ნურმაგომედოვი დააკავეს მშიშრებთან ერთად, ვინც მასთან ერთად იყო - ილია თოფურია
  • 07:54
როგორც იუწყებიან, უსმან ნურმაგომედოვი დააკავეს მშიშრებთან ერთად, ვინც მასთან ერთად იყო - ილია თოფურია
აშშ-ში მიაჩნიათ, რომ ომის შესაჩერებლად ტერიტორია უნდა დავთმოთ... ამგვარად საუბარი შეუძლებელია - ზელენსკი
  • 07:53
აშშ-ში მიაჩნიათ, რომ ომის შესაჩერებლად ტერიტორია უნდა დავთმოთ... ამგვარად საუბარი შეუძლებელია - ზელენსკი
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
  • 15:57
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge