primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
12 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge

გიორგი კვირიკაშვილმა შიდა ქართლის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

  • პოლიტიკა
  • 31.07.2016
  • 18:09
გიორგი კვირიკაშვილმა შიდა ქართლის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა გორში შიდა ქართლის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

ქალაქ გორის მაჟორიტარობის კანდიდატი ,,ქართული ოცნებიდან“ იქნება იოსებ მაკრახიძე; გორის რაიონში   - თენგიზ ხუბულური;  ხაშურში - ვალერი გელაშვილი; ქარელში გიორგი თოთლაძე; კასპში  - ირაკლი მეზურნიშვილი.

იმისთვის, რომ თქვენი ცხოვრება გავაუმჯობესოთ, ჩვენ გვჭირდება საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარ კანდიდატებად ისეთი ადამიანები, რომლებსაც რეგიონში არსებული პრობლემების ძალიან სწორი აღქმა აქვთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გორში განაცხადა, სადაც შიდა ქართლის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატებს თანამოქალაქეების ცხოვრების პულსზე უდევთ ხელი, ყველაზე კარგად გრძნობენ მოსახლეობის ტკივილს და კარგად იციან, რა უხარიათ მათ.

|ქალაქ გორის მაჟორიტარობის კანდიდატი ,,ქართული ოცნებიდან“ იქნება იოსებ მაკრახიძე. ბატონი იოსები გორელი კაცია, მშენებელია, იყო გორის საგზაო სამმართველოს უფროსი. გორელები მას კარგად იცნობთ. თავადაც კარგად იცის, რა სჭირდება ქალაქს. დარწმუნებული ვარ, გორი გამოუცხადებს ნდობას ბატონ იოსებს“, - განაცხადა პრემიერმა.

გორის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატია თენგიზ ხუბულური. „ბატონ თენგიზს არაერთხელ გაუხარებია ქართველი ხალხი საკუთარი გამარჯვებებით და დარწმუნებული ვარ, იგი ჩვენთან ერთად კიდევ ერთხელ გაახარებს ჩვენს ქვეყანას, უკვე იმ გამარჯვებებით, რომლებიც ძირეულად შეცვლის რეგიონში სიტუაციას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. ხაშურში ,,ქართული ოცნება“ მაჟორიტარობის კანდიდატად ვალერი გელაშვილს წარადგენს. „ბატონ ვალერისაც არ სჭირდება განსაკუთრებული წარდგენა, იგი პარლამენტის წევრია. ხაშურელი კაცია, თავისი კუთხის პატრიოტია და დარწმუნებული ვარ, ყურადღებას არ მოაკლებს ხაშურს და ხაშურელებს“, - აღნიშნა პრემიერმა.

ქარელში წარდგენილია გიორგი თოთლაძის კანდიდატურა. „გიორგიმ, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, სერიოზული გამოცდილება შეიძინა გუბერნატორის მოადგილედ მუშაობისას. იგი გახლავთ პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, წარმატებული ადამიანია და მჯერა, რომ ასეთივე წარმატებული იქნება საქართველოს პარლამენტშიც, რაზეც მოწმობს თქვენი მხარდაჭერაც“, - მიმართა გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობას. კასპში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატი იქნება ირაკლი მეზურნიშვილი. „ირაკლი გახლავთ ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი და საერთაშორისო სამართლის მაგისტრი. იგი ახლა შემოდის პოლიტიკაში და თავის ახალგაზრდულ ენერგიას და გამოცდილებას არ მოაკლებს კასპელების ინტერესების დაცვას საქართველოს პარლამენტში”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
  • 13:50
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
  • 18:16
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
  • 14:27
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
  • 11:02
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge