primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
13 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge

The Biltmore Hotel Tbilisi-ში 6 სხვადასხვა სახის რესტორანი და ლაუნჯების ნაკრები იმუშავებს

  • ეკონომიკა
  • 01.08.2016
  • 16:44
The Biltmore Hotel Tbilisi-ში 6 სხვადასხვა სახის რესტორანი და ლაუნჯების ნაკრები იმუშავებს

 

 

The Biltmore Hotel Tbilisi სტუმრების მოლოდინშია. რუსთაველის გამზირზე მდებარე 7 ვარსკვლავიანი სასტუმრო ოფიციალურად 31 ივლისს გალა ღონისძიებით გაიხსნა.

საზეიმო ცერემონიის მასპინძელი, სასტუმროს მფლობელი კომპანია „დაბი ჯგუფი“ იყო, ხოლო ღონისძიებას სპონსორობა „ტერა ბანკმა“ გაუწია.

სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე დაპროექტებულ სცენასთან, ქართველი და უცხოელი ვარსკვლავების კონცერტზე დასასწრებად 5000 ადამიანი შეიკრიბა.

The Biltmore Hotel Tbilisi საქართველოში სასტუმროების გლობალურ ჯგუფ Millennium &Copthorne-ის დებიუტია.

გალა ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, არაბთა გაერთიანებული საამიროების შეიხი ნაიან ბინ მუბარაკ ალნაიანი, საამიროების კულტურის განათლების მინისტრი და საამიროებიდან ჩამოსული ბიზნესმენთა დელეგაცია ესწრებოდა.

სპეციალურად ამ დღისთვის აგებულ გრანდიოზულ სცენაზე, ცოცხალი მუსიკის შესრულებით, ქართული და უცხოური ჯგუფები გამოვიდნენ, ქალაქი გრანდიოზულმა ფოიერვერკმა და პირდაპირ სასტუმროს ფასადზე პროექცირებულმა ლაზერულმა გამოსახულებებმა გაანათა.

 „ჩვენი გუნდი მოხარულია, ჩვენი ლუქს-კლასის ბრენდ The Biltmore-ს საქართველოში შემოსვლა რომ განვახორციელეთ. მოუთმენლად ველით, სტუმრებს   მისი დახვეწილი ელეგანტურობა და უნაკლო მომსახურება გავაცნოთ, მათი დაუვიწყარი გამოცდილებების და შთაბეჭდილებების წყარო გავხდეთ.  The Biltmore Hotel Tbilisi-ს კონცეფცია ისტორიული და  თანამედროვე არქიტექტურული სტილის ნაზავია“, აღნიშნა

Millennium &Copthorne, Middle East & Africa-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ალი ჰამად ლახრაიმ ალზააბიმ.

„დაბი ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორის სემი ედუარდის ტქმით კი

The Biltmore Hotel Tbilisi ქალაქის ყველაზე პრესტიჟულ მისამართზე მდებარეობს და ლუქს-კლასის მასპინძლობის ახალ დონეს ამკვიდრებს.

„სასტუმროს უნიკალური დიზაინი საქართველოს მდიდარი ისტორიითაა შთაგონებული. გვეამაყება, რომ ჩვენი ხედვა, თბილისში ღირშესანიშნავი ნაგებობა აგვეშენებინა, განხორციელდა და გვჯერა, მისი ხიბლით ქალაქი როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ვიზიტორებს მოიზიდავს“, აღნიშნა „დაბი ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა.

The Biltmore Hotel Tbilisi-ს ხელსაყრელი მდებარეობა ყურადღებით შეირჩა და რამდენიმე მიზანს ემსახურება: ახლოსაა მდინარე მტკვრის სანაპიროებთან, გარშემორტყმულია დიზაინერული ბუტიკებით, სამხატვრო გალერეებით, ისტორიული და კულტურული ღირშესანიშნაობებით, კომერციული და სამთავრობო შენობებით; ამავდროულად, ორიგინალური არქიტექტურის წყალობით, იდეალურად შესამჩნევია მოგზაურთათვის.

სასტუმრო თანამედროვე ცათამბჯენის და ისტორიული „იმელის“ შენობისგან შედგება. სტუმრების დასახვედრად უნაკლოდ რესტავრირებულ „იმელის შენობაში“  მთავარი ლობია მოწყობილი, რომელსაც ფართო კიბე, გუმბათოვანი ჭერი, მარმარილოს იატაკი და ბროლის ჭაღები ამშვენებს. წარსულის და მომავლის შემაერთებელი სიმბოლო — შუშის ბილიკი სტუმრებს სასტუმროს კონცეპტუალური ნაწილისკენ მიუძღვის და ტრადიციულ სტილთან კონტრასტს ქმნის.
The Biltmore Hotel Tbilisi-ს მთლიანობაში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი 214 ნომერი და ოთახების კომპლექტი აქვს. ყოველი ფანჯრიდან ქალაქის ულამაზესი ხედები — ისტორიული კვარტალიან სიცოცხლით სავსე ქუჩები იშლება. სტუმრებს 8 კატეგორიის ოთახის არჩევა შეუძლიათ, მათ შორის — მდიდრული სამეფო აპარტამენტისაც.

გასტრონომიული სურვილების  დასაკმაყოფილებლად, 6 სხვადასხვა სახის რესტორანი და ლაუნჯების ნაკრები იმუშავებს, რომლებიც სულ რამდენიმე თვეში გაიხსნება. ვახშმისთვის იდეალური არჩევანი სასტუმროს 32-ე სართულზე განთავსებული რესტორანია ქალაქის პანორამული ხედით, რომელიც ხმელთაშუაზღვის კულტურით შთაგონებულ სივრცეს წარმოადგენს და სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში საერთაშორისო კერძებს სთავაზობს, ელეგანტურ ბართან ერთად. უნიკალური ისტორიული ამფითეატრის რესტავრაციის შედეგად ქალაქში ულამაზესი, მისტიკური სავახშმოდა გასართობი სივრცე შეიქმნა. The Biltmore-ის გამაჯანსაღებელი ცენტრი, შიდა აუზი და სრულად აღჭურვილი სატრენაჟორო დარბაზი ექნება,სიმშვიდის და რელაქსაციის მისაღწევად კი სტუმრებს მდიდრულ სპას დაახვედრებს, რომლის მენიუში მრავალი გამაჯანსაღებელი პროცედურა იკითხება.კორპორაციული საღამოების, ბიზნეს შეხვედრების, მხიარულიწვეულებების და დაუვიწყარი ქორწილების ორგანიზებისთვის, საბანკეტო და საკონფერენციო დარბაზები და შეხვედრების 4  ოთახია გამოყოფილი.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
  • 13:50
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
  • 18:16
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
  • 14:27
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
  • 11:02
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge