ბათუმში, „ჭაობის ქუჩების“ რეაბილიტაცია გრძელდება
- საზოგადოება
- 01.08.2016
- 18:40
ბათუმში, ე.წ. „ჭაობის ქუჩების“ რეაბილიტაცია გრძელდება. ბათუმის მერიის ინფორმაციით, „ჭაობის ქუჩების“ რეაბილიტაციის ფარგლებში ასფალტის საფარი ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე იგება. მოასფალტდება ჭავჭავაძისა და პუშკინის ქუჩებს შორის არსებული მონაკვეთი. აღნიშნულ ტერიტორიაზე უკვე მოეწყო 540 გრძივი მეტრი სანიაღვრე სისტემა, 450 გრძივი მეტრი ბორდიური, 23 ცხაურიანი და 6 საკომუნიკაციო ჭა.
2650 კვმ-ზე დაიგება 7 სმ სისქის ასფალტის ფენა. აღნიშნული მონაკვეთის მოასფალტების შემდეგ სამუშაოები პუშკინისა და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთზე გაგრძელდება, სადაც ახლა მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება მიმდინარეობს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200