png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

С ჰეპატიტის მედიკამენტების გამორიცხვით, იმპორტი 10.6%-თაა შემცირებული

  • ეკონომიკა
  • 02.08.2016
  • 14:59
С ჰეპატიტის მედიკამენტების გამორიცხვით,  იმპორტი 10.6%-თაა შემცირებული

С ჰეპატიტის მედიკამენტების გამორიცხვით, I-II კვარტალი იმპორტის მოცულობა 10.6%-თაა შემცირებული. როგორც Policy and Management Consulting Group-ის (PMCG) კვლევაშია აღნიშნული 2016 წლის პირველ ნახევარში, საქონლის რეგისტრირებული სავაჭრო ბრუნვის მოცულობა 22.2%-ით არის გაზრდილი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 5705.1 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს.

ამ პერიოდში, გაზრდილია იმპორტი (30.0%), თუმცა შემცირებულია ექსპორტი (-5.7%). აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვნად გაუარესდა უარყოფითი სავაჭრო სალდოც (43.4%).

„აღნიშნული მაჩვენებელი მოიცავს C ჰეპატიტის მედიკამენტებს, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს ირლანდიისგან და კანადისგან საჩუქრად გადაეცა, რამაც შეადგინა 1 486 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, თუ ამას არ გავითვალისწინებთ აღნიშნულ პერიოდში, იმპორტის მოცულობა 3 270.9 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, რაც 10.6%-ით ჩამოუვარდება 2015 წლის პირველი ორი კვარტლის მაჩვენებელს. შესაბამისად, სავაჭრო ბალანსის დეფიციტი 332.1 მლნ. აშშ დოლარით (12.5%-ით) არის შემცირებული“, განმარტავენ PMCG-ში.

2016 წლის პირველ ორ კვარტალში, 2015 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირდა შემდეგი პროდუქტების ექსპორტი: ფეროშენადნობები (-32.6%), მსუბუქი ავტომობილები (-24.5%), სამკურნალო საშუალებები (-24.4%), აზოტოვანი სასუქები (-16.5%), მინერალური წყლები(-10.7%) და თხილი (-5.5%).

PMCG-ის ინფორმაციით, ფეროშენადნობების ექსპორტის შემცირება ძირითადად უკავშირდება საქართველოს საექსპორტო ბაზრის მნიშვნელოვან ცვლილებას. ბრაზილიასა და  უკრაინაში, რომლებიც 2015 წლის პირველი ნახევრის მდოგმარეობით წარმოადგენდნენ ფეროშენადნობების უმსხვილეს საექსპორტო ბაზრებს (ფეროშენადრობების მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 19%), 2016 წლის პირველ ნახევარში ექსპორტი არ დაფიქსირებულა.

საექსპორტო ბაზრის მნიშვნელოვან ცვლილებას უკავშირდება აგრეთვე მსუბუქი ავტომობილების რე-ექსპორტის შემცირებაც, 2015 წლის პირველ ორ კვარტალში, მსუბუქი ავტომობილების უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი აზერბაიჯანი იყო (ავტომობილების მთლიანი ექსპორტის 45%), თუმცა 2016 წლის პირველი ნახევრის მდგომარებით, აზერბაიჯანის წილი შემცირდა 11%-მდე, რაც სავარაუდოდ აზერბაიჯანში მიღებული ევრო-4* რეგულაციისა და შენელებული ეკონომიკური ზრდის შედეგია.

სამკურნალო საშუალებების შემთხვევაში საექსპორტო ბაზრის მნიშვნელოვანი ცვლილება არ მომხდარა, თუმცა შემცირდა ექსპორტის მოცულობა მნიშვნელოვან პარტნიორ ქვეყნებში, როგორიცაა, უზბეკეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ყირგიზეთი და ყაზახეთი.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 2016 წლის პირველ ორ კვარტალში მნიშვნელოვნადაა გაზრდილი სპილენძის მადნებისა (14%) და ყურძნის ნატურალური ღვინოების (16%) ექსპორტი.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge