png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

კალათბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე პრეზიდენტი სუს-ში დაიბარეს

  • სამართალი
  • 02.08.2016
  • 15:54
კალათბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე პრეზიდენტი სუს-ში დაიბარეს

კალათბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე პრეზიდენტი კახა შენგელია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტში დაიბარეს.

როგორც კახა შენგელია აცხადებს, იგი იმ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით დაიბარეს, რომელიც კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ფონდ "5+11"-სა და ესპანურ კლუბ "სასკო ბასკონიას" შორის დაიდო.

„ამ კონტრაქტის ირგვლივ დაისვა უამრავი შეკითხვა და ბუნებრივია, სამართალდამცველებსაც გაუჩნდებოდათ შეკითხვები. ვიცი, რომ ამ ესპანურ კონტრაქტთან დაკავშირებით ვარ დაბარებული. რასაც მკითხავენ და რაც ვიცი, რა თქმა უნდა, ვუპასუხებ. მეტი არაფერი არ ვიცი. თვითონ დამიბარეს და მოვედი“, - განაცხადა კახა შენგელიამ.

რამდენიმე დღის წინ  კახა შენგელიამ და ერთ-ერთი კალათბურთელის, ლუკა ბულაშვილის მამამ, ლევან ბულაშვილმა პრესკონფერენცია გამართეს.

პრესკონფერენიის თემა კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ფონდ "5+11"-სა და ესპანურ კლუბ "სასკო ბასკონიას" შორის დადებული ხელშეკრულება იყო, რომლის მიხედვით, ესპანელ მწვრთნელებს კალათბურთის ეროვნული ნაკრებისთვის 16-20 წლამდე მოთამაშეები უნდა მოემზადებინათ.

კალათბურთის ფედერაციის ანგარიშის მიხედვით, ერთ-ერთი კალათბურთელის, ლუკა ბულაშვილის მომზადების თანხა პროექტის ფარგლებში უნდა დაფინანსებულიყო, თუმცა როგორც ლევან ბულაშვილმა განაცხადა, შვილის ვარჯიშის, მგზავრობის, ცხოვრების, კვებისა და ყველა სხვა დანარჩენი ხარჯი თავად დაფარა.

2030.news  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ამ დროისთვის, ინფორმაციის გადამოწმება მიმდინარეობს და ამ თემაზე კონკრეტულ პირებთან გასაუბრები შედგება.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge