png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ბათუმში, ე.წ. ჭაობის ძირითადი ნაწილის კეთილმოწყობა სექტემბერში დასრულდება

  • ეკონომიკა
  • 02.08.2016
  • 17:00
ბათუმში, ე.წ. ჭაობის ძირითადი ნაწილის კეთილმოწყობა სექტემბერში დასრულდება

დღეს ბათუმის მერმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ე.წ. ჭაობის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. პარალელურად, გიორგი ერმაკოვი და ზურაბ პატარაძე დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობასა და პუშკინის ქუჩაზე, სავაჭრო ობიექტებში დასაქმებულებს შეხვდნენ, მათი პრობლემები მოისმინეს და დახმარება აღუთქვეს.
,,მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები გულისხმობს გიორგი ბრწყინვალესა და ჭავჭავაძის ქუჩებს შორის მონაკვეთების, პუშკინისა და მისი გადამკვეთი ქუჩებისა და მთლიანად წერეთლის ქუჩის (მანთაშევის გადასასვლელამდე) რეაბილიტაციას. სექტემბრის ბოლომდე ქუჩების ფილებით მოპირკეთება დასრულდება ბერიძის, 26 მაისისა და ლუკა ასათიანის ქუჩებზე. ეს ის ქუჩებია, სადაც საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციის პროექტი განვახორციელეთ და შესაძლებელია კეთილმოწყობითი სამუშაოების ჩატარება. პროექტის ღირებულება 20 მილიონი ლარია. ჭაობის სრული რეაბილიტაცია 2018 წელს დასრულდება, რომელიც მოიცავს საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციასა და ქუჩების კეთილმოწყობას“ - განაცხადა გიორგი ერმაკოვმა ინფრასტრუქტურული სამუშაოების დათვალიერებისას.
ქალაქის მერმა და რეგიონის მთავრობის თავმჯდომარემ თავდაპირველად დემეტრე თავდადებულისა და პუშკინის ქუჩების კვეთაში უკვე დასრულებული სამუშაოები დაათვალიერეს და ე.წ. ჭაობის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების გეგმა-გრაფიკს გაეცნენ. გეგმის მიხედვით, პუშკინის ქუჩის ჯავახიშვილიდან დემეტრე თავდადებულის ქუჩამდე მონაკვეთის, მათ შორის, გადამკვეთი ქუჩების კეთილმოწყობა მიმდინარე თვის ბოლოს დასრულდება. დღესვე, გიორგი ერმაკოვმა და ზურაბ პატარაძემ ვაჟა-ფშაველასა და 26 მაისის ქუჩებზე მიმდიანრე სამუშაოები დაათვალიერეს, სადაც უკვე დაიგო ასფალტის საფარი, მოეწყო ბორდიურები და მიმდინარეობს დეკორატიული ფილების დაგება ტროტუარებზე. რაც შეეხება პუშკინისა და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთებს, ამ ეტაპზე მიწისქვეშა სამუშაოები ხორციელდება, რის შემდეგაც დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა ბორდიურები, პანდუსები და ტროტუარებზე დაიგება დეკორატიული ფილები.
აღნიშნული მონაკვეთების კეთილმოწყობის შემდეგ სამუშაოები 9 მარტისა და ბერიძის ქუჩებზე გაგრძელდება, სადაც უკვე მოწესრიგებულია წყლის, წყალარინებისა და სანიაღვრე სისტემები.
კეთილმოწყობის სამუშაოები, მონაკვეთების მიხედვით, ეტაპობრივად ხორციელდება. საერთო ჯამში მოეწყობა 10 კმ-მდე ქუჩა, დაიგება დაახლოებით 120000 კვ.მ. ასფალტის საფარი.
ჭაობის ქუჩების კეთილმოწყობისთვის ქალაქის ბიუჯეტში 19 მილიონამდე ლარია გათვალისწინებული, რომლის ფარგლებშიც სამუშაოები 3 წლის განმავლობაში, ეტაპობრივად 25 ქუჩაზე უნდა ჩატარდეს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ზიმო-7“ ახორციელებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge