png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ქართულ საბანკო სივრცეში „პროკრედიტ ბანკი“ ISO სერტიფიკატის პირველი მფლობელი გახდა

  • ეკონომიკა
  • 03.08.2016
  • 16:34
ქართულ საბანკო სივრცეში „პროკრედიტ ბანკი“  ISO  სერტიფიკატის პირველი მფლობელი გახდა

 

პროკრედიტ ბანკი განვითარებაზე ორიენტირებული ბანკია, რომლის სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს გარემოზე ზრუნვა წარმოადგენს.  ბანკში დანერგილი გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემა,  შექმნილია სპეციალურად ფინანსური ინსტიტუტებისთვის და ეფუძნება სამ ძირითად მიდგომას. ეს მიდგომებია: შიდა გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემა,  ეკოლოგიური და სოციალური რისკების მართვა დაკრედიტებისას და მწვანე დაფინანსება. აღნიშნული სისტემის სრულყოფილად ფუნქციონირების მიზნით, ბანკში  შექმნილია  ეკო ქვეგანყოფილება,  რომელიც  მნიშვნელოვან როლს ასრულებს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების საქმეში, როგორც თანამშრომლების, ასევე კლიენტებისა და ფართო საზოგადოებისთვის.  

2016 წელს შვეიცარიული კომპანია  SGS (Société Générale de Surveillance)-ის მიერ  განხორციელდა ბანკში დანერგილი გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემის აუდიტი, რომლის შედეგად დადასტურდა მისი სრული შესაბამისობა ISO 14001:2015-ის სტანდარტთან. დღეს, პროკრედიტ ბანკი პირველი ბანკია ქართულ საბანკო სივრცეში, რომელსაც მინიჭებული აქვს ISO  14001 სერთიფიკატი.

“ჩვენი საქმიანობისას დიდ ყურადღებას ვაქცევთ გარემოზე ზემოქმედების საკითხებს და ვცდილობთ მაქსიმალურად შევამციროთ მასზე უარყოფითი ზეგავლენა,   ვახორციელებთ სხვადასხვა ენერგოეფექტურ და გარემოსადმი მეგობრულ პროექტებს, რითაც ვცდილობთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში. გარემოსდაცვითი საკითხები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია იმ ტრენინგებისა, რომლებიც პერიოდულად უტარდებათ პროკრედიტ ბანკის თანამშრომლებს, როგორც  ადგილობრივ ასევე საერთაშორისო დონეზე. კლიენტებისთვის შემუშავებული გვაქვს სპეციალური პროდუქტი  - ეკო სესხი, რაც გულისხმობს  ენერგოეფექტური ღონისძიებების, განახლებადი ენერგო ტექნოლოგიების და გარემოსადმი მეგობრული ნებისმიერი აქტივობის დაფინანსებას. ასეთი გზით ვცდილობთ შევამციროთ  კლიენტების მხრიდან გარემოზე უარყოფითი ზეგავლენა და ავამაღლოთ საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერება. ISO 14001:2015  სერტიფიკატის მიღება კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯია, რაც ამყარებს ჩვენი გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემას, ხაზს უსვამს ჩვენი, როგორც მწვანე ბანკის მყარ პოზიციას ბაზარზე და ზრდის პასუხსიმგებლობას. მოხარულები ვართ, რომ საქრათველოში წარმოდგენილი ბანკებიდან ეს სერტიფიკატი პირველებმა ჩვენ ავიღეთ” - აცხადებენ პროკრედიტ ბანკის ეკო ქვეგანყოფილებაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge