primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
13 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge

აჭარაში ხარისხის ნიშნის მქონე ტურისტული ობიექტების რიცხვი გაიზარდა

  • ეკონომიკა
  • 05.08.2016
  • 13:10
აჭარაში ხარისხის ნიშნის მქონე ტურისტული ობიექტების რიცხვი გაიზარდა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში ხარისხის ნიშანი „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ კიდევ 16 ტურისტულ ობიექტს გადაეცა.  მათ შორის იყვნენ რეგიონში არსებული ბრენდული სასტუმროები „ჰილტონი“, „შერატონი“ და „დივან სუითი“. ხარისხის ნიშანი სტუმრებისთვის აღნიშნულ ობიექტებში უსაფრთხოების, სანდასუფთავების, ჰიგიენისა და მომსახურების სტანდარტების გარანტიას გულისხმობს.

„რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ არის ინოვაციური პროექტი. ის გაზაფხულზე დაიწყო და პირველ ეტაპზე, ხარისხის ნიშანი 18-მა ობიექტმა მიიღო. დღეს, კი მათი რიცხვი 34-მდე გაიზარდა. პროექტი გრძელდება და აგვისტოს ბოლომდე ხარისხის ნიშანს რამდენიმე ობიექტი ისევ მიიღებს, რადგან მეორე ეტაპზე კრიტერიუმების დაკმაყოფილებას 29 ობიექტი ცდილობს.

„პროექტი ემსახურება მომსახურების პრაქტიკის გაუმჯობესებას რეგიონში არსებულ განთავსებისა და კვების ობიექტებში. ჩვენ პირველ ეტაპზე გვყავდა 18 ობიექტი. დღეს კი უკვე 16-მა ტურისტულმა ობიექტმა მიიღო ხარისხის ნიშანი. ამ ეტაპზე პროექტში უკვე ჩაერთო საერთაშორისო  ქსელური სასტუმროებიც, რაც  ნიშნავს იმას, რომ თუ მსგავსი დონის სასტუმრო აღიარებს ჩვენი პროექტის მნიშვნელობას რეგიონში  ჩვენ ჯერ კიდევ ვგავართ გამოწვევების წინაშე მომსახურების სექტორში და ამას სჭირდება გაცნობიერება სექტორის მიერ.  თუმცა ის, რომ ჩვენ უკვე გვყავს 34 ხარისხის ნიშნის მქონე ობიექტი  უკვე ნიშნავს, რომ სექტორი აცნობიერებს პროექტის მნიშვნელობას და მოგვყვება ამ პროცესის გაუმჯობესებაში. წლის ბოლოსთვის კი ვფიქრობთ ხარისხის ნიშნის მქონე ობიექტთა რიცხვი კიდევ გაიზრდება, “ განაცხადა მამუკა ბერძენიშვილმა.  

ტურისტულ ობიექტებში ტურიზმის დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფი უსაფრთხოების, სანდასუფთავების, ჰიგიენისა და მომსახურების მინიმალური სტანდარტებსა და საერთაშორისო კრიტერიუმებთან შესაბამისობას ამოწმებს. კრიტერიუმები, რომელთა დაკმაყოფილებას სასტუმროებსა და რესტორნებს უწევთ მსოფლიოში აღიარებულ HotRec, Hot Star union 21 პრინციპს ემყარება.

პროექტის წარმატებულ ობიექტებს აღმასრულებელი საბჭოს წევრები ავლენს, რომელიც ტურიზმის რეგიონალური საბჭოსა და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმოამდგენლებისგან არის დაკომპლექტებული. ინფორმაცია რეკომენდებული ობიექტების შესახებ დეპარტამენტის ვებ-გვერდზე Recommend.ge არის განთავსებული , რომელიც  ვიზიტორებს ეხმარება თავად შეარჩიონ სასურველი ხარისხის ტურისტული მომსახურება და ობიექტი.

პროექტი „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ გრძელდება და მასში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მსურველებმა საიტზე recommend.ge ონლაინ რეჟიმში შეავსონ განაცხადების ფორმა ან უკვე შევსებული აპლიკაციები მოიტანონ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
  • 13:50
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
  • 18:16
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
  • 14:27
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
  • 11:02
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge