primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge

ჰააგის პროკურორი: არსებობს გონივრული საფუძველი, რომ სამხრეთ ოსეთის ძალებმა შეიარაღებული კონფლიქტის დროს ჩაიდინეს ომის დანაშაულები

  • სამართალი
  • 15.10.2015
  • 14:57
ჰააგის პროკურორი: არსებობს გონივრული საფუძველი, რომ სამხრეთ ოსეთის ძალებმა შეიარაღებული კონფლიქტის დროს ჩაიდინეს ომის დანაშაულები

2008 წლის კონფლიქტის დროს სამხრეთ ოსეთის ძალებმა ჩაიდინეს ომის დანაშაული და ამ ეტაპზე ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე ჩანს, რომ რუსული შეიარაღებული ძალების წევრები არ არიან მთავარი პასუხისმგებელი პირები ამ დანაშაულში, - ამის შესახებ ნათქვამია ჰააგის პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყების თაობაზე შუამდგომლობის მოკლე შინაარსში, რომლის ქართულ თარგმანსაც თავად სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) აქვეყნებს.

პროკურატურის განცხადებით, არსებული ინფორმაცია იძლევა გონივრულ საფუძველს ვირწმუნოთ, რომ საქართველოში 2008 წლის 7 აგვისტოდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში ადგილი ჰქონდა შემდეგ ქმედებებს: განზრახ მკვლელობა, მოწინააღმდეგის და მტრის ქონების განადგურება და მოროდიორობა, სამშვიდობო მისიის პერსონალზე და ობიექტებზე თავდასხმა, როგორც ომის დანაშაულები; მკვლელობა, დეპორტაცია ან მოსახლეობის იძულებით გადაადგილება და ეთნიკური ნიშნით იდენტიფიცირებადი ჯგუფების ან კოლექტივის დევნა, როგორც დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ. თუმცა პროკურატურა ასევე აღნიშნავს, რომ გამოძიების მსვლელობის პროცესში, შესაძლოა, გამოიკვეთოს სასამართლოს იურისდიქციაში შემავალი სხვა დანაშაულებიც და სასამართლო პალატამ გამოძიების დაწყების სანქცია უნდა გასცეს მთლიანად სიტუაციასთან მიმართებით და არ უნდა შემოიფარგლოს ცალკეული დანაშაულებრივი ეპიზოდებით.

დოკუმენტში საუბარია ომის დანაშაულებზე, რომელიც ჩადენილია ეთნიკური ქართველების იძულებითი გადაადგილების კონტექსტში.

"პროკურატურისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის მიხედვით 51 დან 113-მდე ეთნიკური ქართველი დაიღუპა სამხრეთ ოსეთის ძალების მიერ განხორციელებული იძულებითი გადაადგილების დროს. სავარაუდოდ 13 400-დან 18 500 ეთნიკური ქართველი იძულებით იქნა გადაადგილებული სამხრეთ ოსეთიდან, ამასთან ერთად სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ და საქართველოს სხვა ტერიტორიებს შორის შეიქმნა გამყოფი, 20 კილომეტრიანი "ბუფერული ზონა", და აგრეთვე განადგურებულ იქნა 5 000-ზე მეტი ეთნიკური ქართველის კუთვნილი საცხოვრებელი. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციის საფუძველზე, პროკურატურა მიიჩნევს, რომ არსებობს გონივრული საფუძველი, რომ 2008 წლის 7 აგვისტოდან 10 ოქტომბრამდე, სამხრეთ ოსეთის ძალებმა შეიარაღებული კონფლიქტის დროს ჩაიდინეს სულ მცირე შემდეგი ომის დანაშაულები: განზრახ მკვლელობა, მოწინააღმდეგის/მტრის საკუთრების განადგურება და მოროდიორობა. არსებობს წინააღმდეგობრივი ინფორმაცია რუსული შეიარაღებული ძალების მონაწილეობის თაობაზე; სანდო ინფორმაციის წყაროები მიუთითებს, რომ რუსული შეიარაღებული ძალების სულ მცირე რამდენიმე წევრი მონაწილეობდა ამ დანაშაულების ჩადენაში, სხვა შემთხვევებში პასიური პოზიცია ეკავათ და ზოგჯერ კი ერთვებოდნენ დანაშაულის თავიდან ასაცილებლად. ამ ეტაპზე ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე ჩანს, რომ რუსული შეიარაღებული ძალების წევრები არ არიან მთავარი პასუხისმგებელი პირები ამ დანაშაულებში", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, რომის სტატუტის მე-15 (3) მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორმა წინასასამართლო პალატას შუამდგომლობით მიმართა, 2008 წლის 1-ლი ივლისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში საქართველოში არსებული ვითარების გამოძიების დაწყების თაობაზე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

  • 21:02
ზვიადი და ცოტნე… დღემდე უსამართლობისა და თითქმის ერთნაირად ტრაგიკული ბედის მსხვერპლი 2 ადამიანი - ანა ჯაბაური
  • 18:25
მესტიისა და სვანეთის ეპარქია უშგულის ლამარიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  • 13:42
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა
  • 20:11
კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
  • 20:05
კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
  • 20:04
ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
  • 12:18
თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
  • 12:03
გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge