Gem Fes-მა ინვესტორს ანაკლიაში სასტუმროს მშენებლობა „აიძულა“
- ეკონომიკა
- 06.08.2016
- 18:02
Gem Fes-მა ინვესტორს ანაკლიაში სასტუმროს მშენებლობა „აიძულა“. როგორც ანაკლიაში ახადგახსნილი საოჯახო ტიპის სასტუმრო "თეთრი სახლის" მეპატრონე მერაბ ჩხოლარია აცხადებს, სასტუმროს მშენებლობის სურვილი ფესტივალმა Gem Fes-მა ჩაუსახა, რომელსაც წელს 40 ათასამდე სტუმარი დაესწრება.
მანვე იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ფესტივალი გახანგრძლივდება და ადგილობრივ მცხოვრებლებს მეტი შემოსავალი გაუჩნდებათ.
2015 წლის ზაფხულის შემდეგ, ანაკლიასა და განმუხურში 30-მდე საოჯახო სასტუმროს რეაბილიტაცია მოხდა, აშენდა 1 ახალი სასტუმრო, ასევე დაიწყო 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო-კომპლექსის მშენებლობა განმუხურში.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200