png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

2020 წლის ბოლომდე აჭარაში კიდევ 10 სამორინის გახსნა იგეგმება

  • ეკონომიკა
  • 09.08.2016
  • 12:48
2020 წლის ბოლომდე აჭარაში კიდევ 10 სამორინის გახსნა იგეგმება

2020 წლის ბოლომდე აჭარაში სამორინეების რაოდენობა კიდევ 10 სამორინით გაიზრდება. დღეისათვის კი რეგიონში 13 სამორინე  ფუნქციონირებს.

როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, 2015 წლისათვის მოქმედი 11 სამორინედან ბათუმის ბიუჯეტში მიღებულმა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელმა 16.2 მლნ ლარი შეადგინა, რაც ბათუმის ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან მიღებული ჯამური შემოსავლის (20.2 მლნ ლარი) 81%-ს შეადგენს.

„ამასთან, სამორინეებიდან მიღებულ მოსაკრებლების ჯამურ მაჩვენებელში 51% შეადგინა სათამაშო მაგიდების მოსაკრებელმა, 46% - სათამაშო აპარატების მოსაკრებელმა, ხოლო დანარჩენი 3% - სხვა სახის სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელმა.

2015 წლისათვის სამორინეებში სათამაშო მაგიდების რაოდენობა იყო 138, (ზრდა წინა წელთან მიმართებაში - 77%), ხოლო სათამაშო აპარატების რაოდენობა - 1 064 (ზრდა წინა წელთან მიმართებაში - 115%).

გარდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალური ბიუჯეტისა, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ჩარიცხვა ხდება ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალურ ბიუჯეტებში. კერძოდ, 2015 წელს ხელვაჩაურის მუნიციპალურ ბიუჯეტში ჩარიცხულმა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელმა შეადგინა 442.0 ათასი ლარი, ხოლო ქობულეთის მუნიციპალურ ბიუჯეტში - 52.4 ათასი ლარი“, აცხადებენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.

მათივე ინფორმაციითვე, 2015 წელს აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტში რეგიონში მოქმედი სამორინეების მიერ გადახდილმა თანხებმა 7.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 57%-ითაა გაზრდილი.

სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2015 წელს სამორინეებში დასაქმებული იყო 2 500-მდე ადამიანი.

ასევე, 2015 წელს სამორინეებში ვიზიტორების რაოდენობამ 600 000-ზე მეტი კაცი შეადგინა, საიდანაც 78%-ს არარეზიდენტი ვიზიტორები წარმოადგენენ.

მიუხედავად იმისა, რომ 2015 წელს გაიხსნა 5 ახალი სამორინე, ვიზიტორთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით გაიზარდა მხოლოდ 10%-ით, რაც განპირობებულია იმ ფაქტით, რომ ახალი სამორინეების გახსნა მოხდა 2015 წლის მეორე ნახევარში.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge