"TEGETA MOTORS"-ი „Automechanika Frankfurt 2016“-ში მონაწილეობს
- ეკონომიკა
- 09.08.2016
- 13:23
"TEGETA MOTORS"-ი „Automechanika Frankfurt 2016“-ში მონაწილეობს. როგორც DWV-ში განმარტავენ, 13-17 სექტემბერს „Messe Frankfurt“-ი ქალაქ ფრანკფურტში საერთაშორისო გამოფენას „Automechanika Frankfurt 2016“-ს მართავს, რომელიც სხვადასხვა ქვეყნიდან 4700-მდე მონაწილეს უმასპინძლებს.
გამოფენის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ სიახლეებს ავტომობილების, დისტრიბუციისა და სარემონტო მომსახურების სფეროში.
2018 წლიდან Messe Frankfurt და Messe Essen გამართავენ ერთობლივ გამოფენას Automechanika Frankfurt + Reifen.
„DWV მხარს უჭერს Automechanika Frankfurt 2016-ს და საქართველოს მოქალაქე გამოფენის მონაწილეებსა და ვიზიტორებს დაეხმარება წასვლასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოგვარებაში“, აცხადებენ DWV-ში.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200