png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

დარეჯან მეფარიშვილი: „ჭიათურაში ამბის გაგრძელება როგორი იქნება არ ვიცი, მაგრამ თავად ამბავი ასეთია

  • საზოგადოება
  • 10.08.2016
  • 13:20
დარეჯან მეფარიშვილი: „ჭიათურაში ამბის გაგრძელება როგორი იქნება არ ვიცი, მაგრამ თავად ამბავი ასეთია

ამბის გაგრძელება როგორი იქნება არ ვიცი, მაგრამ თავად ამბავი ასეთია, - წერს ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი ფეისბუქის გვერდზე.

„ჭიათურაში "ქართული ოცნების" კანდიდატი არის სულხან მახათაძე. ის პრემიერ-მინისტრმა წარადგინა ცოტა ხნის წინ და...უცებ არენაზე გამოვარდა ვინმე გიორგი კაპანაძე. არ ვიტყოდი სიტყვებს "არენა" , "გამოვარდა", რომ არა ერთი "უმნიშვნელო" დეტალი.
გიორგი კაპანაძე, იგივე "რიჟა", გიგი უგულავას უახლოესი წრის წარმომადგენელი იყო  მთელი მისი შეგნებული ცხოვრების ერთი ათეული წელი. "პლეხანოვი" როგორ "ააშენა" და "დაამშვენა" ბევრს თუ არა ცოტას მაინც ხომ გვახსოვს? ჰოდა, როცა ხელისუფლებაში კო-ხ-აბიტაციაზე მეოცნებენი მოვიდნენ, გიგის "ძმას" "რიჟას" დაუძახეს... "რიჟაც" "დაჯდა წერად", ბეჭი ამოიგდო და "საძმო" წამებში გაყიდა... ამის შემდეგ კიდევ დაუძახეს, ბეჭზე ხელი დაუტყაპუნეს და "მიდი იგულავეო" დართეს ნება უგულავას "მეგობარს"...
"რიჟას" გულავს ინერციით მიება თაკო ფხაკაძის ("პრაიმ ტაიმი") აგულავებაც. ეს ის თაკოა ჯერ შევარდნაძეს რომ უკოცნიდა უკანალს, მერე მიშას და ახლააა... უშველა დის შვილმა "რიჟამ" დეიდას, რომელიც სხვათაშორის, როგორც იმხანად ამბობდნენ, ფინანსური მა-ხ-ინაციებისათვის (ზედმეტი მოუვიდაო, - ამბობდნენ) გიგიმ შეავიწროვა... "შეუცვლელი" თაკოს ჩანაცვლებაში 2012 წელმა შეუშალა მერს ხელი...
ჰოდააა, "რიჟას" ახლა დეპუტატობა მოუნდა, "მეთვითონ" :) წარადგინა თავი ჭიათურაში და ახლა თურმე დადის და ამბობს: ჩემი საკითხი ბიძინასთანაა შეთანხმებული, უჩა მამაცაშვილმა იცის ყველაფერი და რა მახათაძე, რის მახათაძე აგერ ვარ მე და ამირჩიეთო...
ესე იგი რაო რას ამბობს "რიჟა"? რაო, და ესაო, ისაო, პრემიერ-მინისტრი არც არავინ არააო, ბიძინა სხვა თამაშს თამაშობს და ამ თამაშის "პირველი სკრიპკა" თუ არა არც მაჩანჩალა არა ვარო... ნუ, ახლა, დის შვილს თავისი გამოცემით დეიდაც დაუჭერს ალბათ მხარს, ხომ? ხალხსაც მეტი რა უნდა? არც, რა... ვინ გადაამოწმებს ახლა უჩა მამაცაშვილთან კაპანაძის "ნაბჯუტურალს"? ვერავინ! იმასაც იფიქრებენ, ჰარიქა, რაკი ამბობს დაეჯერაბაო და ნაცმაცუნა კაპანაძე (ერთი ნაცმაცუნური ფრთის სასარგებლოდ, მეორე ფრთის საწინააღმდეგოს რომ იმუშავა) ბიძინას სახელით გავა პარ-ლ-ია-მენტში... დასკვნა: ყველაფრის მკადრებელი ადამიანებთან ურთიერთობა მხოლოდ იმათ შეუძლიათ, ვინც თავადაც ყველაფერს იკადრებენ
ყ ვ ე ლ ა ფ რ ი ს ა თ ვ ი ს... პ.ს. მართალი იყო ლალი მოროშკინა, ჩანგალი რომ "გაუყარა" თაკოს "არტილერიაში"“-, წერს მეფარიშვილი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge