ბათუმი-თბილისის მიმართულებით ავიაკომპანია sky bus-მა ფრენები გააუქმა
- ეკონომიკა
- 10.08.2016
- 17:27
ბათუმი-თბილისის მიმართულებით ავიაკომპანია sky bus-მა ფრენები 5 აგვისტოდან გააუქმა. რეისი გაუქმების მიზეზი მგზავრების ნაკლებობა გახდა. ყაზახური ავიაკომპანია Sky Bus Airlines-ის წარმომადგენლის ატიჯე ტადაევის განცხადებით, რეისის აღდგენა ნაკლებადაა სავარაუდო, რადგან მას დატვირთვა თითქმის არ ჰქონდა.
"ჩვენმა კომპანიამ თბილისი-ბათუმის რეისების შესრულება ივლისის დასაწყისიდან დავიწყეთ, თუმცა ის წამგებიანი აღმოჩნდა, რეისზე მოთხოვნა ძალიან დაბალი იყო. დატვირთვის არ ქონის გამო, მივიღეთ გადაწყვეტილება გაგვეუქმებინა აღნიშნული მიმართულება" ,- განაცხადა ავიაკომპანიის წარმოამდეგნელმა საქართველოში.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200