png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ჯანდაცვის სამინისტრომ ელექტრონული რეცეპტების პროექტი დაიწყო

  • საზოგადოება
  • 11.08.2016
  • 13:14
 ჯანდაცვის სამინისტრომ ელექტრონული რეცეპტების პროექტი დაიწყო

ჯანდაცვის სამინისტრომ ელექტრონული რეცეპტების პროექტი დაიწყო. დღეიდან ექიმს შეუძლია დანიშნულება ელექტრონულად გასცეს, რისი მეშვეობითაც პაციენტი აფთიაქში მედიკამენტს მიიღებს. დავით სერგეენკოს განმარტებით, ელექტრონული რეცეპტი არის ცენტრალიზებული სისტემა,რომელიც გამოყენებული იქნება ყველა ექიმის, პაციენტისა და სააფთიაქო დაწესებულების მიერ.
" სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება გადავა მთლიანად ელექტრონულ ჯანდაცვაზე, მისი პირველი სასწრაფო ეტაპი ახლა დაიწყება, ეს არის ელექტრონული რეცეპტი. ტესტირება დავიწყეთ რამდენიმე დღის წინ, ტექნიკური ხარვეზები გამოსწორებულია და დღეიდან ის ამოქმედდება .მისი უპირატესობა პირველ რიგში არის ის, რომ მოიხსნება ქაღალდის ტარების საჭიროება, რაც დიდი კომფორტია, რადგან პაციენტს ექიმთან ვიზიტისას შეეძლება მხოლოდ მისი სახელი- გვარით და პირადი ნომრით მისცეს საშუალება ექიმს, რომ გააქტიუროს მისი სრული დანიშნულება, ისტორია. რეცეპტი გამოიწერება ასევე ელექტრონულად და აფთიაქებს, რომლებიც ჩართულები იქნებიან ამ ქსელში, მაშინვე ექნებათ წვდომა, პაციენტი ეტყვის მის პირად ნომერს და აფთიაქი გასცემს დანიშნულების შესაბამისად მედიკამენტს"'- აღნიშნა სერგეენკომ.
დავით სერგეენკოს განმარტებით, რეცეპტის გაცემის მთლიანად ელექტრონულ ფორმატზე გადასვლა დროს მოითხოვს, ამიტომ პირველ ეტაპზე შენარჩუნდება გაცემის ძველი, აქამდე არსებული მეთოდიც. მისივე თქმით, პროგრამის ძირითადი სარგებელი რამდენიმეა, მათ შორის იზრდება პაციენტის უსაფრთხო მკურნალობის დონე, ვინაიდან განულდება ექიმის მიერ მედიკამენტის დასახელების არასწორად ჩაწერისა და გაურკვეველი ხელნაწერით გამოწვეული არასწორი მკურნალობის რისკი.
"ექიმს საშუალება ექნება ასევე გადახედოს მედიკამენტოზური მკურნალობის ისტორიას, რაც შეამცირებს წინა მკურნალობასთან შეუსაბამო დანიშნულების გამოწერის რისკს"'- აღნიშნა მინისტრმა.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ახალი ელექტრონული პროგრამა ასევე ხარისხის კონტროლის მძლავრი ინსტრუმენტი იქნება და გააკონტროლებს იმ ექიმებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ზომაზე მეტ მედიკამენტს უნიშნავენ პაციენტს.
სამინისტროს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე პროგრამაში გარკვეული სააფთიაქო ქსელები და ჯანმრთელობის ცენტრები ჩაერთვებია, დროთა განმავლობაში კი ელექტრონული რეცეპტის გაცემის პროექტი მთელს საქართველოს მოიცავს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge