primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
13 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge

თბილისში ყველაზე დიდი დიაგნოსტიკური ცენტრი იხსნება

  • საზოგადოება
  • 11.08.2016
  • 13:28
თბილისში ყველაზე დიდი  დიაგნოსტიკური ცენტრი იხსნება

 

დღეს, 19:00 საათზე თბილისში, ქავთარაძის ქ.N 23-ში, ყოფილი “ლეჩკომბინატის” შენობაში, დედაქალაქის მასშტაბით ყველაზე დიდი დიაგნოსტიკური ცენტრი იხსნება.  თანამედროვე ინფრასტრუქტურით მოწყობილი მრავალპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი  9,000 კვ/მ ფართობზეა განლაგებული და მისი კლინიკური და ფუნქციური დაგეგმარება „JCI“-ის (საერთაშორისო ერთობლივი კომისია) რეკომენდაციებით განხორციელდა, რომელიც სამედიცინო სტანდარტის დამდგენი ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციაა.

დიაგნოსტიკური ცენტრი უახლესი თაობის ციფრული სამედიცინო აპარატურითაა აღჭურვილი. მძლავრადაა განვითარებული რადიოლოგიური და ენდოსკოპიური განყოფილებები.

დიაგნოსტიკური ცენტრი კლინიკური მიმართულებების ყველა დარგს  დაფარავს, როგორც ბავშვებისათვის ისე მოზრდილებისთვის. ცენტრში ასევე იფუნქციონირებს დღის სტაციონარიც.

ახალი დიაგნოსტიკური ცენტრის რეაბილიტაცია „სამედიცინო კორპორაცია ევექსმა“  განახორციელა და  მასში 30 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო. აღსანიშნავია, რომ დიაგნოსტიკური ცენტრი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ამბულატორიული დაწესებულებაა, რომელიც საყოველთაო  ჯანდაცვის დაზღვევით მოსარგებლე 30 000 ბენეფიციარს მოემსახურება. რთული სამედიცინო შემთხვევებისას  ცენტრში შესაძლებელი იქნება პაციენტებისთვის  კვლევებისა და მკურნალობის ინდივიდუალური მეთოდების განხილვა ევროპისა და ამერიკის წამყვან კლინიკებთან კონსულტაციით.

2017 წლის ზაფხულში, ამავე შენობაში  ფუნქციონირებას უკვე ცენტრის ჰოსპიტალური ნაწილიც დაიწყებს, რომელიც უახლესი თაობის სამედიცინო აპარატურითა და კომპიუტერული საოპერაციო ბლოკებით იქნება აღჭურვილი. ქავთარაძის  ყოფილი „ლეჩკომბინატის“ შენობის სრული რეაბილიტაცია-აღჭურვისთვის  „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“  მიერ განხორციელებული ინვესტიცია 2017 წლის ბოლომდე 70 მილიონ ლარს გადააჭარბებს და სამედიცინო დაწესებულების მთლიანი ფართი 35 000 კვ/მ  განისაზღვრება.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
  • 13:21
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
  • 13:19
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
  • 13:00
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
  • 14:24
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
  • 13:50
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge