SCORPIONS-ის კონცერტზე დასწრების მსურველთათვის თბილისიდან დამატებითი მატარებელი ინიშნება
- ეკონომიკა
- 11.08.2016
- 13:32
20 აგვისტოს „Black Sea Arena“-ზე ჯგუფ „SCORPIONS” კონცერტზე დასწრების მსურველთათვის თბილისიდან დამატებითი (#856/855) მატარებელი ინიშნება.
„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, 4 ვაგონიანი ელექტრომატარებელი მგზავრებს ორივე მიმართულებით გადაიყვანს.
მატარებელი თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა 10:25 საათზე, ურეკში ჩავა 14:51 საათზე. ურეკიდან გამოვა 21 ივლისს 02:00 საათზე და ქ. თბილისში ჩამოვა 06:20 საათზე. აღნიშნულ მატარებლებს გაჩერებები ქობულეთსა და ბათუმშიც ექნებათ.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200