png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

კრწანისში 250 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნება

  • საზოგადოება
  • 11.08.2016
  • 13:41
კრწანისში 250 ბავშვზე გათვლილი  საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნება

შემოდგომაზე, კრწანისის რაიონში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება.

კრწანისის #21, 900 კვ.მ მიწის ფართზე ორსართულიანი არასტანდარტული შენობის მშენებლობა  უკვე დასრულდა. ამ ეტაპზე ფასადის შეღებვა და ეზოს კეთილმოწყობა მიმდინარეობს.

ობიექტი მერმა დავით ნარმანიამ, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან ერთად,  დაათვალიერა.

ახალ საბავშვო ბაგა-ბაღში აღსაზრდელთა 6  ჯგუფი შეიქმნება, მთლიანობაში კი, 250-მდე ბავშვის  სკოლამდელი განათლებით  უზრუნველყოფას  შეძლებს.  ბაღში 40 -მდე ადამიანი დასაქმდება.

შენობა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.

„სრულდება კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელსაც სექტემბერში გავხსნით. ძირითადი სამუშაოები დასრულებულია, მხოლოდ ეზოს კეთილმოწყობა და ფასადის შეღებვაა დარჩენილი.  ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს მივეცი დავალება, უკვე დაიწყონ შენობაში ავეჯისა და სხვა საჭირო ინვენტარის შეტანა. დაწესებულება 250 აღსაზრდელს მიიღებს. ამის გარდა, სექტემბერში კიდევ ორი ახალი ბაღი გაიხსნება. ასე რომ, ამ სასწავლო წლიდან, ჯამში, 1 000-მდე ბავშვს მივიღებთ სკოლამდე სასწავლო დაწესებულებაში. ახალი პროექტების მიხედვით აშენებული ყველა ბაღი ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. ამასთან, კვება, შენობაში არსებული სივრცისა და გასართობი კუთხის მოცულობა ზედმიწევნით აკმაყოფილებს დადგენილ ნორმებსა და სტანდარტებს. გარდა ამისა, წელს კიდევ რამდენიმე ახალი ბაღის მშენებლობა იწყება,  სპეციალურად მომზადდა ენერგოეფექტური პროექტები, რათა მომავალში ელექტროენერგიისა და სხვა სახის ხარჯები მნიშვნელოვნად შევამციროთ. ასე რომ, ვაგრძელებთ მუშაობას იმ საკითხებზე, რაც მოსახლეობას წინასაარჩევნოდ დავპირდით. ნელ-ნელა  ვუახლოვდებით წერტილს,  როცა არც ერთი ბავშვი არ დარჩება ბაღის გარეშე “, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge