png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

დღეს, რუსული აგრესიის დროს დაღუპულ სამხედროებს პატივი მიაგეს

  • საზოგადოება
  • 11.08.2016
  • 16:11
დღეს, რუსული აგრესიის დროს დაღუპულ სამხედროებს პატივი მიაგეს
დღეს, შინდიში გმირთა მემორიალთან შეიკრიბნენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, 2008 წლის ომში დაღუპულთა ახლობლები და ადგილობრივები. მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს 8 წლის წინ განვითარებულ მოვლენები.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრამა დავით ბაქრაძემ, შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა იოსებ ოქრომელიძემ, ქალაქ გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა, გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა შინდისის გმირების მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.

შინდისის ბრძოლა 2008 წლის აგვისტოს ომის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ეპიზოდია.

ბრძოლისას 17 ქართველი ჯარისკაცი გმირულად დაიღუპა.

8 წლის წინ, 11 აგვისტოს სოფელ შინდისის სარკინიგზო სადგურთან საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული უთანასწორო ბრძოლაში ჩაება რუსულ მოტომსროლელ ასეულთან, რომელიც სადგურის ახლოს იყო ჩასაფრებული.
ბრძოლამ დაახლოებით ერთ საათამდე გასტანა. ქართველი ჯარისკაცები სადგურში მდებარე შენობებს აფარებდენ თავს, რისი მიმართულებითაც რუსები თითქმის ყველა სახის იარაღიდან ისროდნენ, მათ შორის ტანკებიდან ( Т-72) და რეაქტიული ცეცხლმტყორცნებიდანაც(Шмель).

თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ქალაქ გორში გიორგი აბარამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში გამართა შეხვედრა სამხედრო ექიმის დღესთან დაკავშირებით. მან გორის მერთან ზურაბ ჯირკველიშვილთან ერთად გვირგვინებით შეამკო ჰოსპიტალის ეზოში მდებარე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მედიკოსების მემორიალი და 2008 წლის ომის დროს გარდაცვლილი სამხედრო ექიმის გიორგი აბრამაშვილის ბიუსტი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge