primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
13 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge

ლევან იზორია: ეს ისტორია თაობებს უნდა გადავცეთ, რადგან ეს მომავლის იმედის ისტორიაა

  • საზოგადოება
  • 11.08.2016
  • 16:23
ლევან იზორია: ეს ისტორია თაობებს უნდა გადავცეთ, რადგან ეს მომავლის იმედის ისტორიაა

შინდისის ბრძოლიდან 8 წელი შესრულდა. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სოფელ შინდისთან დაღუპული ქართველი სამხედროები საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა გაიხსენეს. მათ პატივი მიაგეს შინდისის ბრძოლაში დაღუპული მეომრების ხსოვნას და მემორიალი გვირგვინით შეამკეს. შინდისში იმყოფებოდნენ ასევე, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, სახელმწიფო მინისტრი ევროატლანტიკურ საკითხებში დავით ბაქრაძე, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი და ბრძოლის დროს დაღუპული ქართველი მეომრების ოჯახის წევრები. მემორიალის ტერიტორიაზე არსებულ ეკლესიაში შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნის პატივსაცემად პანაშვიდიც გაიმართა.

„ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, აქ მოვდივართ მადლიერებით, რათა პატივი მივაგოთ იმ ადამიანებს, ვინც თავისი სიცოცხლის ფასად, გმირულად დაგვიცვა ჩვენ, დაიცვა დედაქალაქი, დაიცვა ჩვენი სამშობლო ვერაგი მტრისგან, მადლობა და დიდება მათ სახელებს, მათ ხსოვნას, მადლობა მათ ოჯახებს, რომ ასეთი შვილები, ქმრები და ძმები გაგვიზარდეს,“ - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

შინდისის ბრძოლაში დაღუპულ ქართველ გმირებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მომავლის იმედის ისტორია უწოდა და აღნიშნა: „ჩვენ ვიმყოფებით ადგილზე, რომელიც ტრაგიკულია, მაგრამ ამავე დროს თითოეული ჩვენთაგანისთვის - საამაყო. აქ 17 ქართველი ვაჟკაცი გმირულად დაიღუპა და მათი ვაჟკაცობით მტერიც კი გააოცეს. ქედს ვიხრი მათ წინაშე, მათი დედების, მშობლების წინაშე! ეს ისტორია თაობებს უნდა გადავცეთ, რადგან ეს მომავლის იმედის ისტორიაა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერი, რომლებმაც ასეთი ვაჟკაცები გაზარდა, იქნება უკვდავი და ყველა მტერს დაამარცხებს“.

მოგვიანებით ლევან იზორია შინდისის ბრძოლაში დაღუპული სამხედროების მშობლებსა და ოჯახის წევრებსაც გაესაუბრა. გმირების მშობლებმა მინისტრს პრობლემები გაუზიარეს და მათი მოგვარების პირობაც მიიღეს. 

შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა და ერთ-ერთი გამორჩეული და მძიმე ეპიზოდია აგვისტოს ომის ქრონიკაში. რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ქვედანაყოფის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა - ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
  • 13:21
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
  • 13:19
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
  • 13:00
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
  • 14:24
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
  • 13:50
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge