ჩუღურეთის რაიონში თანადაფინანსებული პროექტების განხორციელება მიმდინარეობს
- საზოგადოება
- 12.08.2016
- 12:23
ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე, აღმაშენებლის გამზირის 34/17-ისა და სუნდუკიანის ქუჩის #12-ში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და აივნების აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერა.
„აღმაშენებლის 34/17-ში მდებარე სახლი თითქმის ორსაუკუნოვან ისტორიას ითვლის, მისი აივანი სავალალო მდგომარეობაში იყო. ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ აივნის აღდგენითი სამუშაოები დააფინანსა და აქ მცხოვრები 10 ოჯახისთვის გარემო უსაფრთხო და კომფორტული გახდება,“ - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
ჩუღურეთის რაიონის გამგეობის თანადაფინანსებით, სუნდუკიანის ქუჩის N12-ში სახლის გამაგრებითი სამუშაოები უკვე დასრულდა. ამჟამად აივნის აღდგენა მიმდინარეობს.
ამ დროისთვის, ჩუღურეთის რაიონში თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები 85 ობიექტზე მიმდინარეობს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200