"შეწყდეს რუსული აგენტურის თარეში" - აქცია პრეზიდენტის სასახლესთნ
- საზოგადოება
- 12.08.2016
- 13:02
ამ წუთებში, აქცია მიმდინარეობს პრეზიდენტის სასახლესთან. "შეწყდეს რუსული აგენტურის თარეში"- ასეთი შინაარსის პლაკეტებით აპროტესტებენ "აფხაზთა კრების" წარმომადგენლები პრორუსული ძალების გაძლიერებას.
აქციის მონაწილეები პრეზიდენტს როგორც ქვეყნის უსაფრთხოების გარანტს რამდენიმე მოთხოვნით მიმართავენ და ადმინისტრაციაში წერილს ტოვებენ, მათი ერთ-ერთი მოთხოვნაა უშიშროების საბჭოს მოწვევა.
აქციის რამდენიმე წარმომადგენელს პრეზიდენტის მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე შეხვდა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200