png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

კოჯორი-სამადლოს დამაკავშირებელი გზის 6,4 კმ. მონაკვეთზე საგზაო სამუშაოები დასრულდა

  • საზოგადოება
  • 12.08.2016
  • 14:18
 კოჯორი-სამადლოს დამაკავშირებელი გზის 6,4 კმ. მონაკვეთზე საგზაო სამუშაოები დასრულდა

კოჯორი-სამადლოს დამაკავშირებელი გზის 6,4 კმ-იან მონაკვეთზე  საგზაო სამუშაოები დასრულდა. დასრულებულ სამუშაოებს თბილისის მერი დავით ნარმანია, ვიცე-მერ ლაშა აბაშიძესთან და მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან, გივი კუბლაშვილთან ერთად გაეცნო.

“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზის მონაკვეთი, რომელიც წლების განმავლობაში იყო დაზიანებული. ჩვენ გავაკეთეთ საფუძვლიანად 6,4 კმ გზა - კოჯრის ცენტრიდან სამადლომდე. მნიშვნელოვანია ის, რომ დაიგო არა მხოლოდ გზის საფარი, არამედ მოეწყო  სანიაღვრე სისტემა, გაკეთდა 15-ზე მეტი ხელოვნური ნაგებობა, წყლის ასაქცევი სისტემები, ისე რომ ეს გზა საკმაოდ ხანგრძლივ ვადიან ექსპლუატაციაზეა გათვლილი. მნიშვნელოვანია ის, რომ სეზონზე,  როცა აქეთ მოძრაობის ინტენსივობა იზრდება, საგზაო სამუშაოები დავასრულეთ, შესაბამისად ჩვენი თანამოქალაქეები დღეიდან კომფორტულად და თავისუფლად გადაადგილებას შეძლებენ,”- განაცხადა დავით ნარმანიამ.

კოჯორი-სამადლოს 6,4 კმ-იანი გზის მონაკვეთის რეაბილიტაციის აუცილებლობას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებდა: მათ შორის, 2015 წლის ივნისში მომხდარი სტიქიური მოვლენების, კერძოდ, წყნეთი-ბეთანიის გზის მწყობრიდან გამოსვლის შემდეგ, მნიშვნელოვნად გაიზარდა თბილისი-კოჯორის მიმართულებით ავტოტრანსპორტის ნაკადი, ასევე, მწყობრიდან გამოვიდა წყალამრიდი და წყალგამტარი ნაგებობები, ჩამონაშალი მასალისგან კი შევიწროვდა გზის მონაკვეთები, შესაბამისად, გზის საექსპლუატაციო მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელი იყო და დაზიანებული გზა კაპიტალურ რეაბილიტაციას საჭიროებდა.

პროექტი ორ ეტაპად განხორციელდა. პირველ ეტაპზე მოეწყო საინჟინრო ნაგებობები - აშენდა 3 საყრდენი კედელი, მოეწყო 16 სანიაღვრე მილი, წყალმიმღები ჭები და კიუვეტები. გზის ცალკეული მონაკვეთების გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით, ასევე, გაგანიერდა და დაიგო ასფალტის ახალი საფარი.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის კონტრაქტორი კომპანია შ.პ.ს „ჯი არ ჯი“ აწარმოებდა. აღნიშნული გზის რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 7 025 000 ლარამდე დაიხარჯა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge