Georgia your spa & wellness destination ბროშურის პრეზენტაცია
- ეკონომიკა
- 12.08.2016
- 14:33
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ წყალტუბოში ახალი ბროშურისპრეზენტაცია გამართა. სამკურნალო ტურიზმის განვითარების მიზნით შექმნილი ბროშურა ინგლისურ და რუსულ ენებზე გამოიცასახელწოდებით Georgia your spa & wellness destination/СПА и велнес курорты Грузии. ბროშურაში მოცემულია ქვეყნის ბალნეოლოგიურირესურსების ზოგადი დახასიათება, სამკურნალო თვისებები.
ბროშურა პრაქტიკული ხასიათისაა, მასში კურორტების მიხედვითგანთავსებულია ინფორმაცია იმ სანატორიუმებზე, სასტუმროებსა და ცენტრებზე, სადაც არსებობს სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო-პროფილაქტიკური მომსახურებები. ბროშურაში მოცემულია ინფორმაცია თბილისის, ბორჯომის, წყალტუბოს, საირმის, ნუნისის, ურეკისდა გრიგოლეთის სპა კურორტების შესახებ.
ბროშურა პერიოდულად განახლდება და გავრცელდება ტურიზმის ეროვნულადმინისტრაციის საინფორმაციო ცენტრებში, ასევე საერთაშორისო ტურისულ გამოფენა-ბაზრობებზე.