Check in Georgia-ს ფარგლებში დღეს მესტიაში კონცერტი გაიმართება
- კულტურა
- 14.08.2016
- 11:21
Check in Georgia-ს ფარგლებში დღეს მესტიაში ჯგუფ „ურსას“, კაჩუხელასა და ხანუმების კონცერტი გაიმართება. როგორც ღონისძიების ორგანიზატორებმა განაცხადეს, კონცერტი სეტის მოედანზე, 19:00 საათზე დაიწყება.
აპრილში დაწყებული პროექტი Check in Georgia წლის ბოლომდე გაგრძელდება. პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით, 19 ქალაქში დაგეგმილ 150-ზე მეტ კულტურულ ღონისძიებას და 40-ზე მეტ ფესტივალს აერთიანებს.
Check in Georgia-ს ფარგლებში უკვე გაიმართა 4 გრანდიოზული კონცერტი - ქართველი მსმენელის წინაშე წარდგნენ ეროს რამაზოტი, რობი უილიამსი, ჯგუფი Maroon 5 და ხოსე კარერასი. პროექტის მიზანია წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცენტრად ქცევა ტურისტების მოზიდვა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200