კახეთში ნადირობის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს
- სამართალი
- 16.08.2016
- 14:56
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ნადირობის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამრღვევი ნადირობდა გადამფრენ ფრინველზე ნადირობისათვის აკრძალულ პერიოდში. ნადირობისას 2 ცალი მწყერი ჰქონდა მოპოვებული.
შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.
სამართალდარღვევის იარაღი ჩამოერთვა და დაილუქა. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის რაიონულ სასამართლოში.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200