primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
14 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

წეროვანის დევნილთა დასახლებაში საირიგაციო ქსელი მოეწყობა

  • საზოგადოება
  • 17.08.2016
  • 11:24
წეროვანის დევნილთა დასახლებაში საირიგაციო ქსელი მოეწყობა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ წეროვანის დევნილთა დასახლების სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მიზნით საირიგაციო ქსელის მოწყობის პროექტს იწყებს.

პროექტის შესახებ ინფორმაციის მიწოდების  მიზნით მოსახლეობასთან  შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი,  სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი გოჩა ზეიკიძე და შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი ლევან დვალი. 

„სოფლის მეურნეობის სამინისტროს ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელების შედეგად წეროვანის დასახლების  2 000 ოჯახზე მეტი 80 ჰექტარ საკარმიდამო ნაკვეთის მოსარწყავად ისარგებლებს წყლით.“ - აღნიშნა დავით გალეგაშვილმა.

პროექტი, რომლის ღირებულებაც 2 000 000 ლარზე მეტია, მომავალი წლის შემოდგომისთვის დასრულდება.

„მოსახლეობა სასმელ წყალს იყენებდა სარწყავად, რაც, თავის მხრივ,  სასმელი წყლის პრობლემას ქმნიდა.  სოფლის მეურნეობის სამინისტროს ამ პროექტის განხორციელების შემდეგ, კი, გადაიჭრება სარწყავი წყლის პრობლემა და აღარც სასმელი წყლის მიწოდება შეფერხდება“- განაცხადა დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა.

შპს „საქართელოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორის, ლევან დვალის განცხადებით დასახლებაში მოეწყობა 30 კილომეტრამდე წყალმიმყვანი მაგისტრალი და  გამანაწილებელი ქსელი, რომელიც სარწყავი წყლით უზრუნველყოფს  წეროვანის დასახლების თითოეულ ოჯახს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
  • 13:21
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
  • 13:19
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
  • 13:00
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
  • 14:24
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
  • 13:50
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge