ბათუმი „EXPO BUILD BATUM“-ს უმასპინძლებს
- ეკონომიკა
- 17.08.2016
- 13:11
ბათუმი „EXPO BUILD BATUM“-ს უმასპინძლებს. საერთაშორისო სამშენებლო მასალებისა და სამშენებლო მექანიზმის გამოფენა აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით სასტუმრო „ლეოგრანდში“ 1-3 სექტემბერს გაიმართება. როგორც აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი თამაზ შავაძე განმარტავს, გამოფენაში მონაწილეთა რეგისტრაცია გრძელდება თუმცა ამ დროისათვის „EXPO BUILD BATUM“-ში მონაწილეობის სურვილი უკვე ოფიციალურად დააფიქსირა 8 ქართულმა და 20-მდე თურქულმა კომპანიამ. პალატა მოლაპარაკებებს აწარმოებს ასევე და სიტყვიერი შეთანხმება უკვე მიღწეულია ირანულ, უკრაინულ და რუსულ კომპანიებთანაც.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200