"აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის" საბადოდან ნავთობის მოპოვებამ 3 მლრდ ბარელს მიაღწია
- ეკონომიკა
- 17.08.2016
- 16:19
ნავთობის მოპოვების საერთო ოდენობამ აზერბაიჯანული საბადო "აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის" ბლოკიდან მისი ექსპლუატაციის დაწყებიდან (1997 წ) მიაღწია 3 მილიარდ ბარელს, განაცხადა კომპანია BP-Azerbaijan-მა.
"აზერი-ჩირაგ-გიუნეშლი" წარმოადგენს 6 ნავთობმომპოვებელი პლატფორმის კომპლექსს. საბადოს დამუშავება ხორციელდება ეტაპობრივად.
"აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის" ბლოკის დამუშავების კონტრაქტი ხელმოწერილ იქნა 1994 წელს. ბლოკის მარაგები შეადგენს 7 მილიარდ ბარელ სანავთობო ექვივალენტს. კონტრაქტის თანახმად წილობრივი მონაწილეობა შემდეგნაირადაა განაწილებული: BP - 35.78%, Chevron - 11.27%, Inpex - 10.96%, AzACG - 11.65%, Statoil - 8.56%, Exxon - 8%, TPAO - 6.75%, Itochu - 4.3%, ONGC - 2.72%.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200