ზურაბ პატარაძე პრეზიდენტთან ერთად სამხედროების სამძებრო-სამაშველო ღონისძიებს აკვირდებოდა
- საზოგადოება
- 17.08.2016
- 17:30
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად გონიოში იმ ადგილზე მივიდა, სადაც ზღვაში დაკარგული ორი ქართველი ჯარისკაცის სამძებრო-სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობს.
ზურაბ პატარაძემ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს საქმის ვითარება გამოჰკითხა, შემდეგ კი დაკარგული ჯარისკაცების ოჯახის წევრებს გაესაუბრა და ანუგეშა ისინი.
მომხდართან დაკავშირებით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან შეთანხმებით, დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის II ნაწილით.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200