primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
14 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

შრომის ინსპექტორები საქართველოს რკინიგზაში არსებულ სამუშაო პირობებს შეისწავლიან

  • საზოგადოება
  • 23.08.2016
  • 17:36
 შრომის ინსპექტორები საქართველოს რკინიგზაში არსებულ სამუშაო პირობებს შეისწავლიან

დღეს საქართველოს რკინიგზაში, კომპანიის ინიციატივით, შრომის ინსპექტორები შევიდნენ და კომპანიაში არსებულ სამუშაო პირობებს შეისწავლიან. ინსპექტირების პროცესის დაწყებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე დააკვირდნენ.
,,საქართველოს რკინიგზაში“ შრომის ინსპექტორების შესვლა კომპანიის ინიციატივით მოხდა. მობილური ჯგუფები საქართველოს რკინგიზაში არსებულ სამუშაო პირობებსა და შრომის უსაფრთხოებასშეაფასებენ. შედეგად, მომზადდება დასკვნა და შესაბამისი რეკომაენდაციები გაიცემა. ინსპექტირების პროცესი თბილისში დაიწყო და ქვეყნის მასშტაბით რკინიგზის ყველა დანაყოფში ჩატარდება.
,,საქართველოს რკინიგზამ თავად მოგვმართა თხოვნით იმისათვის, რომ შრომის ინსპექტირებას გრაფიკზე ადრე ჩაეტარებინა აქ სამუშოები. მე ვფიქრობ, რომ ეს თანამშრომლობა წარმატებული იქნება. საქართველოს რკინიგზა, შრომის პირობების მხრივ, ერთერთი მაღალი რისკის საწარმოა. მე ძალიან მიხარია, რომ პირველივე ნაბიჯებიდან ჩამოყალიბდა ასეთი თანამშრომლობა. ასევე ძალიან მიხარია, რომ საქართველოს რკინიგზის მენეჯმენტი ასეთ დიდ ყურადღებას უთმობს თავისი თანამშრომლების ჯანმრთელობასა და სამუშაო პირობებს,“ - განაცხადა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.
,,ეს იყო საქართველოს რკინიგზის ინიციატივა. ჩვენთვის აბსოლუტურ პრიორიტეტს წარმოადგენს ის, რომ ჩვენი თანამშრომლების შრომითი პირობები მაქსიმალურად მიახლოებული იყოს იმ სტანდარტებთან, რისი ამბიციაც გააჩნია საქართველოს რკინიგზასა და რაც კანონმდებლობითაა გათვალისწიენბული. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს ორგანიზაცია, რომელიც მოგვცემს რეკომენდაციებს და ჩვენ, ბუნებრივია, ამ რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ. რკინიგზა მასშტაბური მეურნეობაა. ჩვენი ამოცანა არის რკინიგზაში არ დარჩეს სამსახური, რომელიც არ იქნება შემოწმებული და არ დაიდება შესაბამისი რეკომენდაციები, რომლებსაც საქართველოს რკინიგზა გაითვალისწინებს,“- აღნიშნა საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბატაძემ.
აღსანიშნავია ის, რომ ამ დრომდე, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პიორბების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ 200-ზე მეტი კომპანია შემოწმდა. ინსპექტირების მიზნით, საკუთარი ინიციატივით, მხოლოდ 30-მდე კომპანიამ მიმართა და მათ შორის ერთერთი საქართველოს რკინიგზაც არის.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
  • 13:21
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
  • 13:19
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
  • 13:00
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
  • 14:24
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
  • 13:50
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge