ვაჟა-ფშაველას V კვარტლის I კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
- საზოგადოება
- 25.08.2016
- 12:18
ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით, გრძელდება ინფრასტრუქტურული და თანადაფინანსებული პროექტების განხორციელება.
ვაჟა-ფშაველას V კვარტლის I კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, გარდა ამისა, I კორპუსის სახურავი გამოიცვალა, I და II კორპუსებში ლიფტების რეაბილიტაცია დასრულდა.
განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები ადგილობრივ მოსახლეობას ვაკის რაიონის გამგებელმა, ნოდარ ტურძელაძემ გააცნო, მოქალაქეების პრობლემები მოისმინა და მათი გადაჭრის გზებზეც ისაუბრა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200