პრემიერ-მინისტრი ქართველ ოლიმპიელებს დღეს შეხვდება
- საზოგადოება
- 26.08.2016
- 12:52
მადლობა ოლიმპიელებს - ოლიმპიადიდან დაბრუნებული ქართველი სპორტსმენების შეხვედრის ღონისძიება დღეს 20:00 საათზე, ლისის ტბაზე გაიმართება.
შეხვედრას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობისა და ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები, სპორტსმენების ოჯახის წევრები, პარაოლიმპიელები, სპორტული საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები და გულშემატკივრები დაესწრებიან.
ღონისძიება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით იმართება.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200