png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მეწარმეებს შეხვდნენ

  • საზოგადოება
  • 29.08.2016
  • 15:26
რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მეწარმეებს შეხვდნენ

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რუსთავის მაჟორიტარი კანდიდატები საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მეწარმეებს შეხვდნენ. პაატა მხეიძისა და გიორგი ბეგაძის შეხვედრა ბიზნესმენებთან რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.

 29-ე ოლქის დეპუტატობის კანდიდატმა პაატა მხეიძემ ბიზნესმენებს ,,ქართული ოცნების“ ეკონომიკური ხედვები გააცნო. მეწარმეებთან ერთად ბიზნესსექტორში არსებული გამოწვევებისა და მათი მოგვარების გზებზე ისაუბრა 30-ე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა.

,,ჩემი მთავარი ამოცანაა, რომ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ქალაქში შევქმნათ ისეთი ბიზნესგარემო, გავატაროთ ისეთი ეკონომიკური რეფორმები, რაც ხელს შეუწყობს ბიზნესის გაძლიერებას. ეს ყველაფერი განაპირობებს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, შესაბამისად, მივაღწევთ იმ სწრაფ განვითარებასა და ოჯახების კეთილდღეობას, რომელიც მიზნად დავისახეთ“,-განაცხადა გიორგი ბეგაძემ.

 როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა განაცხადეს, ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მიღებულმა არაერთმა კანონმა ქვეყანაში მეწარმეობის განვითარების კუთხით ვითარება მკვეთრად გააუმჯობესა. დეპიტატობის კანდიდატების თქმით, ეკონომიკური განვითარება პარტიის მთავარი პრიორიტეტია, რუსთავს კი აქვს პოტენციალი, რომ ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ქალაქი გახდეს.

 „რუსთავს, როგორც ახლო წარსულში უმსხვილეს ინდუსტრიულ ცენტრს, ამ ფუნქციის დაბრუნების პერსპექტივით უნდა მიენიჭოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სტატუსი. იმის გათვალისწინებით, რომ რუსთავს გააჩნია საინჟინრო კვალიფიციური კადრების პოტენციალი, ბატონ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით დაარსებული უახლესი ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ერთ-ერთი საწარმოო ფილიალის რუსთავში გახსნის პერსპექტივაც უნდა იქნეს განხილული“, - განაცხადა პაატა მხეიძემ.

 დეპუტატობის კანდიდატები მეწარმეებს დაპირდნენ, რომ მანდატის მოპოვების შემთხვევაში, ბიზნესის მხარდასაჭერად საკანონმდებლო ინიციატივებს წარადგენენ. რუსთაველ ამომრჩევლებთან შეხვედრები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

პაატა მხეიძე ასევე შეხვდა ჭყონდიდელის დასახლების,  ბათუმის, კლდიაშვილის, ფალიაშვილის, თბილისისა და კოსტავას ქუჩების  მაცხოვრებლებს.

პაატა მხეიძემ ადგილობრივებთან  თვითმმართველობის შექმნიდან დღემდე ქალაქში განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრა.

„მე  ვპირდები მოსახლეობას,  რომ თითოეული  პრობლემა განხილული იქნება ადგილობრივი თვითმმართველობისა და საკრებულოს დონეზე, საჭიროების შემთხვევაში ცენტრალურ ხელისუფლებასთან. მათი გადაჭრის გზებზე მუშაობას საარჩევნო პერიოდშივე დავიწყებთ. მადლობა რუსთავის მოსახლეობას მოსმენისთვის, გაკეთებულის დანახვისთვის, ახლის ერთად კეთების მზაობისთვის. შეხვედრების 4 დღის ბოლოს, მათი კეთილგანწყობის ფონზე, გაორმაგებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. „ ქართული ოცნების“ გუნდის მხარდაჭერით, ჩვენ შევძლებთ ერთად, სწრაფი განვითარებით თანამედროვე რუსთავის აშენებას“, - განაცხადა პაატა მხეიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge