წყნეთში, ამილახვრის ქუჩაზე წყაროს წყლის სოკო-შადრევანი დამონტაჟდა
- საზოგადოება
- 29.08.2016
- 17:12
წყნეთში, ამილახვრის ქუჩაზე მდებარე სკვერში წყაროს წყლის სოკო-შადრევანი დამონტაჟდა. გარდა ამისა, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, შეკეთდა და შეიღება სკვერის ღობე, გამოიცვალა საქანელები.
სარეაბილიტაციო სამუშაოები, ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „არაგვი ბიზნეს ჯგუფი პლიუსმა" შეასრულა.
მომდევნო ორი თვის განმავლობაში ვაკის რაიონში 29 სკვერის რეაბილიტაცია დასრულდება.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200