primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
14 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

აუდიო-ვიდეო ინსტალაცია „ცხრაწყარო" ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გამოიფინა

  • საზოგადოება
  • 30.08.2016
  • 10:30
აუდიო-ვიდეო ინსტალაცია „ცხრაწყარო" ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გამოიფინა

თიბისი ბანკისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში თანამედროვე ქართველი ხელოვანების მიერ შექმნილი აუდიო-ვიდეო ინსტალაციის „ცხრაწყარო - ერთი ექსპონატის ინსტალაცია" პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტის ფარგლებში, მუსიკოსმა დიმიტრი დადიანმა და ვენაში მოღვაწე ქართველმა ვიდეოარტისტმა თათია სხირტლაძემ ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის კოლექციაში დაცული უნიკალური კუბისტური ტილოს,  1920-იანი წლების დადაისტი მხატვრის, ბენო გორდეზიანის „ცხრაწყაროს" ინსპირაციით ერთობლივად შექმნეს აუდიო-ვიდეო ინსტალაცია. თანამედროვე ხელოვანების ნამუშევარი  ონის მუზეუმის მუდმივმოქმედ ექსპოზიციაში დაიდებს ბინას.

ბენო გორდეზიანი ქართული მოდერნიზმის წარმომადგენელია. ამ პერიოდში აღმოცენდა კუბისტურ-დადაისტური მიმდინარეობა ევროპაში და მის ერთ-ერთ ძლიერ კერას სწორედ თბილისი და აქ მოღვაწე ხელოვანები წარმოადგენდნენ. ბენო გორდეზიანის შემოქმედება საზოგადოებისთვის კარგად  ცნობილი არ არის. მის სახელოსნოში გაჩენილი ხანძრის შედეგად მხატვრის კოლექცია განადგურდა, შემორჩენილია მხოლოდ ორი ნამუშევარი, რომელიც ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება.

დღესდღეობით საქართველოს რეგიონალური მუზეუმები განახლებას საჭიროებს. მათ რიცხვშია ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, რომლის შენობა რაჭის მიწისძვრის შემდეგ ავარიულ მდგომარეობაში ომყოფება.  თიბისი ბანკის მხარდაჭერით ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი მალე  ახალ შენობაში განთავსდება. ბანკის ინიციატივით, ქართველმა არქიტექტორებმა (კომპანიამ architects.ge) უკვე შექმნეს თანამედროვე სტანდარტებითა და  ტექნოლოგიებით აღჭურვილი მუზეუმის პროექტი. მშენებლობა  სავარაუდოდ 2 წელიწადში დასრულდება და ონის   მხარეთმცოდნეობის  მუზეუმში დაცული მდიდარი კოლექცია ახალ საგამოფენო სივრცესა და საცავებში განთავსდება.

 

მუზეუმის პოპულარიზაციისთვის აუცილებელია სხვადასხვა ეფექტური აქტივობის დაგეგვმა, რაც რეგიონში ტურიზმის განვითარებასა და მის გამოცოცხლებასთან პირდაპირ კავშირშია. ამასთანავე, რეგიონალური მუზეუმები მოწყვეტილია თანამედროვე ხელოვნებას: მათი ეთნოგრაფიული, არქეოლოგიური მასალისა და უმეტესწილად საბჭოთა ვიზუალური ხელოვნების კოლექციების გვერდით არ ფიგურირებს თანამედროვე ხელოვნებასათუ ახალ სახელოვნებო ტექნოლოგიებში შესრულებული ნამუშევრები. გარდა ამისა, რეგიონალურ მუზეუმებთან ნაკლებად თანამშრომლობენ თანამედროვე არტისტები.

დიმიტრი დადიანისა და თათია სხირტლაძის პროექტი რეგიონალურ მუზეუმში თანამედროვე არტის შეტანის პირველი მცდელობაა და მის მიზანს ერთი ექსპონატის გამოყენებით მუზეუმის რებრენდინგის  ჩვენება წარმოადგენს.

აუდიო-ვიდეო ინსტალაციისა და "ცხრაწყაროს" ორიგინალის გამოფენის გარდა, პროექტში მონაწილე არტისტებმა მოდერნიზმისა და ნამუშევრისშექმნის ისტორიის შესახებ წაიკითხეს ლექციები და ჩაატარეს ვიდეოარტისა და ელექტრონული მუსიკის მასტერკლასები.

„ცხრაწყარო - ერთი ექსპონატის ინსტალაცია" ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლის მედეა სირბილაძის ხსოვნას მიეძღვნა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
  • 13:21
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
  • 13:19
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
  • 13:00
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
  • 14:24
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
  • 13:50
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge