სამართალდამცველები გაქცეულ პატიმარს ამ დრომდე ეძებენ
- სამართალი
- 01.09.2016
- 08:15
მეორე დღეა სამართალდამცველები გაქცეულ პატიმარს ეძებენ. ოთარ ვარამაშვილი რუსთავის საქალაქო სასამართლოდან გუშინ, მისივე საქმის განხილვის დროს გაიქცა.
ერთ-ერთი ვერსიით იგი საპირფარეშოს ფანჯრიდან გაიქცა და გარეთ მას მანქანა ელოდებოდა. მეორე ვერსიით კი, რომელსაც სასჯელარსრულების სამინისტროშიც ადასტურებენ, ვარამაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო, რის გამოც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახა გახდა საჭირო და გაქცევაც სწორედ ამის შემდეგ მოახერხა.
სამართალდამცველებმა სასამართლოს მიმდებარედ საცხოვრებელი სახლები, სარდაფები და სხვენები გაჩხრიკეს. წარსულში ნასამართლევი ვარამაშვილი 6 სხვადასხვა დანაშაულში, ქურდობასა და ყაჩაღობაშია ბრალდებული.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200