მალაიზიაში კოსოველი მამაკაცი "ისლამური სახელმწიფოს" სასარგებლოდ საქმიანობის ბრალდებით დააკავეს
- მსოფლიო
- 16.10.2015
- 15:08
მალაიზიაში კოსოველი ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს, რომელიც ”ისლამური სახელმწიფოს” სასარგებლოდ საქმიანობაშია ეჭვმიტანილი.
”ბი-ბი-სის” ინფორმაციით, ის კოსოვოდან, აშშ-ის უშიშროების ძალებზე ინფორმაციის მოპოვების მიზნით, ამერიკულ სერვერებზე ჰაკერულ თავდასხმებს ახორციელებდა. აღნიშნულ ინფორმაციას ის შემდგომში, "ისლამური სახელმწიფოს" წევრებს გადასცემდა.
აშშ-ის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი 20-დან 30 წლამდე არდიტ ფერიზია.
მალაიზიის პოლიცია არდიტ ფერეზს, რომელიც მალაიზიაში 2014 წლის აგვისტოდან იმყოფებოდა, აშშ-ში ბაზირებული კომპანიის კომპიუტერული სისტემის გატეხვასა და 1350 ამერიკელი სამხედროს პირადი ინფორმაციების მოპარვაში ადანაშაულებს.
ახალგაზრდა მამაკაცი მონაცემებს ბრიტანელ აბუ-ჰუსეინ ალ-ბრიტანის გადასცემდა, რომელიც ”ისლამურ სახელმწიფოსთან” თანამშრომლობაშია ეჭვმიტანილი.
მალაიზიის მთავრობა აშშ-ში ფერიზის ექსტრადაციას გგემავს, სადაც მას 35-წლიანი პატიმრობა ემუქრება.