ბრაზილიას ახალი პრეზიდენტი ჰყავს
- მსოფლიო
- 01.09.2016
- 08:30
ბრაზალიის ახალი პრეზიდენტი მიშელ ტემერი გახდა. მან თავისი თანამდებობა დილმა რუსეფის გადაყენების შემდეგ დაიკავა.
საზეიმო ცერემონია ქვეყნის კონგრესში გაიმართა. ტემერი ბრაზილიას საპრეზიდენტო არჩევნებამდე - 2018 წლის ბოლომდე უხელმძღვანელებს.
რუსეფის მთავრობაში 75 წლის ტემერი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა.
გუშინ სენატმა რუსეფის საბოლოო იმპიჩმენტს უყარა კენჭი. ამ გადაწყვეტილებას მხარი 61-მა სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი ხმა 20-მა ადამიანმა მისცა.
თავად რუსეფმა იმპიჩმნეტს საპარლამენტო გადატრიალება უწოდა და აღნიშნა, რომ პოლიტიკურ მოღვაწეობას გააგრძელებს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200