png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ხეების მოჭრასთან დაკავშირებით მორატორიუმი გაგრძელდება

  • საზოგადოება
  • 01.09.2016
  • 12:47
ხეების მოჭრასთან დაკავშირებით მორატორიუმი გაგრძელდება

ხეების მოჭრასთან დაკავშირებით მორატორიუმი გაგრძელდება. ამის შესახებ თბილისის მერმა დღეს, მაიაკოვსკის სკვერში მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა.

დავით ნარმანიას თქმით, მორატორიუმი ხეების ფორმირებაზე, დაავადებული და ავარიული ხეების მოჭრაზე არ გავრცელდება. რაც შეეხება მორატორიუმის ხანგრძლივობას, თბილისის მერის განცხადებით, მორატორიუმი გაგრძელდება მანამ, ვიდრე ხეების მოჭრასთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები არ იქნება შემოღებული.

„მორატორიუმი, რაც ჩემი მხრიდნ იყო გამოცხადებული, გაგრძელდება. მინდა დავაზუსტო, რომ მორატორიუმი ეხება მხოლოდ ხეების მოჭრას, ის არ ეხება ხეების ფორმირებას და არ იგულისხმება დაავადებული ხეების მოჭრა. მასზე მორატორიუმი არ გავრცელდება. ჩვენ ეტაპობრივად მივაწვდით ინფორმაციას ამ საკითხებზე  ფართო საზოგადოებას,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერმა 10 დღის განმავლობაში დედაქალაქში ხეების მოჭრაზე მორატორიუმი 20 აგვისტოს გამოაცხადა. თბილისის მერის განცხადებით, მერია ნებისმიერ დაინტერესებულ ორგანიზაციასთან ან პირთან ერთად იმსჯელებს გამწვანებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge