png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ნოდარ ხადური პოლონეთის რესპუბლიკის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დელეგაციას შეხვდა

  • ეკონომიკა
  • 01.09.2016
  • 13:51
ნოდარ ხადური პოლონეთის რესპუბლიკის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დელეგაციას შეხვდა

2016 წლის პირველ სექტემბერს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური პოლონეთის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც პოლონეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე მარიუშ ხალადნი (Mariusz Haładyj) ხელმძღვანელობს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და პოლონეთს შორის პარტნიორობის საკითხებს. ფინანსთა მინისტრმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმატებულ თანამშრომლობას პოლონეთის ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დაზვერვის დეპარტამენტთან და იმედი გამოთქვა, რომ პოლონურ-ქართული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია საგადასახადო სფეროში განხორციელებული რეფორმების, მათ შორის, მოგების გადასახადის ახალი სისტემის შესახებ, რომელიც ქვეყანაში 2017 წლიდან ამოქმედდება.

საუბარი, ასევე, შეეხო ლიბერალიზაციისა და საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების მიზნით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში შესულ  ცვლილებებს, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებს, ზოგადად, ქვეყნის საგადასახადო პოლიტიკას, რომლის მთავარი ამოცანაა, კერძო სექტორისა და უცხოური ინვესტიციებისათვის, ასევე ბიზნესის დაწყებისა და განვითარებისათვის მიმზიდველი და ხელსაყრელი გარემოს შექმნა.

პოლონეთის რესპუბლიკის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები გაეცნენ იმ ნაბიჯებს, რომელიც ქვეყანამ გადადგა ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ჰარმონიზაციის მიმართულებით.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას დაესწრო პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანჟეი ჩიეშკოვსკი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge