primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
12 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge

ჟურნალი The Wine Economist ქართული ღვინის შესახებ

  • ეკონომიკა
  • 01.09.2016
  • 15:53
ჟურნალი The Wine Economist ქართული ღვინის შესახებ

„საქართველო ჩემს ფიქრებში: ღვინის ტურიზმის მომავალი ღვინის სამშობლოში" ამ სათაურით  ამერიკული ჟურნალი The Wine Economist ქართული ღვინის შესახებ სტატიას აქვეყნებს. ავტორი მაიკლ ვესეტი საქართველოში დაგეგმილ ღვინის ტურიზმის პირველი გლობალური კონფერენციის შესახებ  წერს და მკითხველს ღვინის ექსპერტების მოსაზრებებს უზიარებს.

„ უახლოეს დღეებში საქართველოში ჩავალთ სადაც ღვინის ტურიზმის გლობალური კონფერენცია იმართება. ჩვენ შევეცადეთ საქართველოს, ქართული ღვინის და ღვინის ტურიზმის ინდუსტრიის შესახებ ყველაფერი შეგვესწავლა. გაგაცნობთ სამ მოსაზრებას რომელიც ვფიქრობ ძალიან გამოსადეგია."

„საბოლოო ზღვარი"

"ჯორჯ ტაბლერმა მთელი საუკეთესო პერიოდი მსოფლიოს გარშემო ღვინის ტურიზმის შესწავლაში გაატარა. დაწერა წიგნი და ეწვია სხვადასხვა ადგილებს, რომელიც ღვინის ტურიზმის რუკაზეა დატანებული, მათ შორის ბურგუნდია, ბორდო, ტოსკანა. მისი მონაცემები ძალიან საინტერესოა. საქართველოს შესახებ კი წიგნის  საბოლოო თავში  წერს. ტაბერს ქართული ღვინით მოიხიბლა, ის აღწერს ღვინის დამზადების ტრადიციულ მეთოდებს, ქვევრს, სუფრას, ღვინის სმის წესებს და ტრადიციებს."

„ღვინის ტურიზმი როგორც ეკონომიკის განვითარების სფერო"

ჟურნალისტი მაიკლ ვესეტი კოლეგა კიმ ანდერსონის საქართველოში მოგზაურობას იხსენებს, რომელიც რამდენიმე წლის წინ ეწვია და ქართული ღვინის ინდუსტრიის პოტენციალი გამოიკვლია. 

„ანდერსონის ნაშრომი „საქართველო ღვინის აკვანი ღვინის ახალი ექსპორტიორი ქვეყანა" ნამდვილად კარგი საკითხავია.  ანდერსონმა აღმოაჩინა, რომ ქართული ღვინის ბაზარი საკმაოდ მრავალფეროვანია. მისდა გასაკვირად ადგილობრივ ბაზარზე  უდიდესი მოთხოვნაა სახლში დამზადებულ ტრადიციულ ღვინოზე. ღვინის ხარისხის გაუმჯობესების შედეგად ექსპორტი გაიზარდა აშშ-ში, კანადაში, დიდ ბრიტანეთში და ა.შ.  რუსეთისგან განსხვავებით ამ ქვეყნებში ხარისხზე  განსხვავებული მოთხოვნაა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ბაზრებია: რუსეთი, უკრაინა, ჩინეთი, ყაზახეთი და პოლონეთი. მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვნად გაიზარდა ექსპორტი გერმანიაში, დიდ ბრიტანეთსა და კანადაში.  ანდერსონის აზრით, ინდუსტრიისა და სოფლისმეურნეობის განვითარება ქართული ღვინის ექსპორტს კიდევ  უფრო გაზრდის.  ანდერსონი განსაკუთრებით დაინტერესდა ღვინის ტურიზმით, ამ სფეროს აქვს უდიდესი პოტენციალი, რომ  სოფლად გაზარდოს სამუშაო ადგილები და შემოსავლები. კიმ ანდერსონის აზრით, საქართველოს გადაწყვეტილება უმასპინძლოს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ღონისძიებას არის თანმიმდევრული და პრიორიტეტული გადაწყვეტილება.  ანდერსონის აზრით, საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ღვინისმოყვარულ ტურისტთა მოსაზიდად ანდერსონი სპეციფიკურ რეკომენდაციებს იძლევა, საუბარია მარნების განვითარებაზე."

  „უკან ღვინის მომავალში"

„სანამ  ანდერსონი ეკონომიკის განვითარებას განიხილავს, ნატურალური ღვინის მოყვარული ალისა ფირინგი ქართული ღვინის სულზე ზრუნავს. ფირინგი თავის წიგნში „For the Love of Wine" დიდ დროს უთმობს ქართულ ღვინოს და ღვინისმწარმოებლებს.   ალისა შიშობს, რომ ტრადიციულ ღვინოს ახალი საფრთხე ემუქრება.  ამერიკის, ბრიტანეთისა და ევროპის ბაზრებზე საერთაშორისო ნორმებით დაცულ ღვინოს ითხოვენ, რომელსაც მრავალი დანამატი აქვს.   ალისა ფირინგის აზრით, რუსული კომუნიზმი და საერთაშორისო კაპიტალიზმი ტყუპები არიან, რომლებიც დაბადების შემდეგ განცალკევდნენ. ალისა შიშობს, რომ ორივე სისტემა ცალცალკე  ანადგურებს ღვინის  არსს. ფირინგი ტრადიციულ მეღვინეობას და მხარსუჭერს.  

ნატურალური ღვინის მოძრაობა ფართო მასშტაბებს იძენს, სავარაუდოდ ღვინის ტურიზმი ვიზიტორებს ქართული ღვინის ელჩებად აქცევს.  ამ ყველაფერს მე ახლა ვსწავლობ და ვიკვლევ, საქართველო აშკარად ჩემს ფიქრებშია."

სტატიის ბოლოს ავტორი მადლობას უხდის საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას და მის თანამშრომლებს: ნინო ტურაშვილს და  ვიქტორია  კობერიძეს.  

The Wine Economist ღვინის ჟურნალებს შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე პოპულარული გამოცემაა. 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
  • 13:50
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
  • 18:16
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
  • 14:27
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
  • 11:02
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge