primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
12 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge

დიმიტრი ქუმსიშვილი - მსოფლიო ბანკის კვლევის თანახმად, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებლები 4 წლის განმავლობაში ზედიზედ მცირდება

  • ეკონომიკა
  • 01.09.2016
  • 16:45
დიმიტრი ქუმსიშვილი - მსოფლიო ბანკის კვლევის თანახმად, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებლები 4 წლის განმავლობაში ზედიზედ მცირდება

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მსოფლიო ბანკის მნიშვნელოვანი კვლევის „სიღარიბის შემცირების უკანასკნელი ტენდენციები საქართველოში“ შედეგებზე ისაუბრა. კვლევის თანახმად, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებლები 4 წლის განმავლობაში ზედიზედ მცირდება.

დიმიტრი ქუმსიშვილი ინფორმაციით, კვლევის ამოსავალი წერტილი მსყიდველუნარიანი შემოსავლების რაოდენობა და მოსახლეობის მხრიდან თავის თავზე თანხების ხარჯვის შესაძლებლობაა. უკიდურეს სიღარიბედ მიიჩნევა - როცა მოსახლეობა თავის თავზე დღიურად 2.5$-ზე ნაკლებს ხარჯავს. შესაბამისად, არის გრადაცია - 2.5$-დან 5$-მდე, 5$-დან 10$-მდე და 10$-ის ზევით.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, სიღარიბის მაჩვენებლის ყველაზე მაღალი ნიშნული 2010 წელს დაფიქსირდა და 46.7 პროცენტი (2.1 მილიონი ადამიანი) შეადგინა. 2014 წელს შემცირდა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის რაოდენობა და 32.3 პროცენტი შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ 1.4 მილიონი ადამიანი  დღიურად 2.5 აშშ დოლარზე ნაკლებსხარჯავს, რაც ბოლო 9 წლის განმავლობაში სიღარიბის დონის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. „შესაბამისად, 2012წლიდან 2014 წლამდე 500 000-მა ადამიანმა დააღწია თავი უკიდურესი სიღარიბის ზღვარს და მათ საშუალება მიეცათ, თავის თავზე დღიურად 2.5$-ზე მეტი დახარჯონ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ  თვითონ კვლევა განსაზღვრავს პერსპექტივას შემდომ წლებში. კვლევის მხედვით, შემდგომ წლებში საქართველოში სიღარიბის ზღვარი ასევე შემცირდება 6.8%-ით და საბოლოო ჯამში, 2018 წლიდან ეს მაჩვენებელი 25%-ზე ნაკლები უნდა გახდეს“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის მიზეზები, რის გამოც მოხდა სიღარიბის შემცირება, ესენია: ეკონომიკურ შესაძლებლოებბზე ინკლუზიური ხელმისაწვდომობა, მეტი ყურადღება სოფლის მეურნეობის სექტორზე და ფისკალური პოლიტიკის როლი. ამასთან, გაიზარდა მოსახლეობის იმ ნაწილის წილი, რომელიც ყოველდღიურად თავის თავზე 10$-ზე მეტის დახარჯვას ახერხებს, ასეთია მოსახლეობის 7%, რაც 314 000 ადამიანს შეადგენს.

დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც სიღარიბის მაჩვენებლის კლება გამოიწვია, საშუალო ხელფასის ზრდაა (8%), ასევე ეკონომიკურიაქტივობა (11.11%) დატრანსფერები (8.57%).

„ყველა იმ ეკონომიკურმა რეფორმამ, რომლებიც ჩვენმა ხელისუფლებამ ამ პერიოდის განმავლობაში გაატარა, თავისი შედეგი გამოიღო და ჩვენ რეალურად გვაქვს სიღარიბის შემცირება, თუმცა, ის კვლავ უაღრესად დიდია. ამ კვლევის მიხედვით, 1.4 მლნ ადამიანს კვლავ არ შეუძლია თავის თავზე დღიურად 2.5$-ზე მეტის დახარჯვა. შესაბამისად, ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
  • 13:50
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
  • 18:16
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
  • 14:27
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
  • 11:02
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge