primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
14 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

მერიამ დედაქალაქის საცობებისგან განტვირთვის 5 პუნქტიანი სქემა წარადგინა

  • საზოგადოება
  • 02.09.2016
  • 15:00
 მერიამ დედაქალაქის საცობებისგან განტვირთვის 5 პუნქტიანი სქემა წარადგინა

თბილისის მერიაში საცობების განმუხტვისა და საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით დაგეგმილი და გატარებული ღონისძიებების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა. დედაქალაქის მერმა დარგის ექსპერტებსა და სპეციალისტებს ქალაქის საცობებისგან განტვირთვის მიზნით განხორციელებული ინფრასტრუქტურული და სატრანსპორტო პროექტები წარუდგინა, რის შემდეგაც, მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ დამსწრე საზოგადოებას არსებული მდგომარეობის, ტრანსპორტის გენერალური გეგმისა და ურბანული მობილობის სტრატეგიის, ასევე, საცობების მართვის 5 პუნქტიანი სქემის შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდა.

დედაქალაქის საცობებისგან განტვირთვის 5 პუნქტიანი სქემის მიმართულებებია: ინფრასტრუქტურის მოწყობა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რეგულაციები, თანამედროვე ტექნოლოგიები და ცნობიერების ამაღლება. სქემა ეყრდნობა თბილისის მდგრადი ურბანული ტრანსპორტის სტრატეგიის ძირითად პრინციპებს, რომელიც შექმნილია აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ.

მერიის ინფორმაციით, თბილისის განახლებული მდგრადი ურბანული ტრანსპორტის სტრატეგია, ასევე, განსაზღვრავს იმ მიდგომებსა და პრიორიტეტებს რომელიც მოიცავს მულტიმოდელურ და ინტეგრირებულ მიდგომას და ხორციელდება ეტაპობრივად, 2015-2030 წლებში. ეტაპები დაყოფილია მოკლევადიან (2016-2017), საშუალოვადიან (2018-2021) და გრძელვადიან (2021-2030) ფაზებად. საცობების მართვის 5 პუნქტიანი სქემა არის მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა (2016-2017), რომელმაც უნდა უპასუხოს თბილისში საცობების კუთხით არსებულ გამოწვევებს.

თბილისის განახლებული მდგრადი ურბანული ტრანსპორტის სტრატეგია, ძირითადად, ფოკუსირებულია ეკოლოგიურად სუფთა და დაბალი ემისიის მქონე სატრანსპორტო სისტემაზე, რომელზეც გადაეწყობა თბილისის ურბანული მობილობა და შეიქმნება ეფექტური, ინოვაციური, უსაფრთხო, ფინანსურად მდგრადი მოდელი.

ირაკლი ლექვინაძემ პრეზენტაციისას ყურადღება გაამახვილა საცობების გამომწვევ მიზეზებზე, მიმდინარე და განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. მათ შორის, საცობებისგან განტვირთვის მიზნით ხაზი გაესვა პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობას, კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელ გზას, რომელიც ამ ეტაპზე მიმდინარეა. ბარათაშვილისა და გულიას ხიდების რეაბილიტაციას, აღმაშენებლის ხეივნიდან მუხათგვერდისკენ გადასასვლელი გზაგამტარის რეკონსტრუქციას. ასევე, სააკაძის მოედანზე ნაკადების ორგანიზების მიზნით ახალი პროექტის განხორციელებას - შუქნიშნების დაყენებას. დარგის სპეციალისტებმა დედაქალაქის მთავრობას ახალი ინიციატივებიც წარუდგინეს.

სამოქმედო გეგმაში დიდი ყურადღება ეთმობა მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას, მათ შორის ავტობუსებს, მეტროსა და საბაგიროს. მიმდინარე თვიდან თბილისში ეტაპობრივად 143 ახალი, ევროსტანდარტებზე მორგებული და ადაპტირებული ავტობუსები შემოვა, უკვე დასრულდა კუს ტბის საბაგიროს რეაბილიტაცია და მეტროს 4 ვაგონის მოდერნიზაცია, 8 ვაგონის კაპიტალური შეკეთება.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
  • 13:21
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
  • 13:19
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
  • 13:00
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
  • 14:24
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
  • 13:50
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge