png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ოთარ დანელიამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმიანობის ანგარიში წარადგინა

  • ეკონომიკა
  • 05.09.2016
  • 14:25
ოთარ დანელიამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმიანობის ანგარიში წარადგინა

საქართველოს მთავრობის პროექტის „საქართველოს მთავრობა - ღია მმართველობისთვის“ ფარგლებში, ოთარ დანელიამ, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის რანგში ბოლო, შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, ასევე, დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი უწყებების თანამშრომლები ესწრებოდნენ.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა მოწვეულ სტუმრებს აგრარული დარგის განვითარების მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დარგში მიღწეული პოზიტიური შედეგები სახელმწიფოს მიერ შემუშავებულმა სწორმა პოლიტიკამ, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების აქტიურმა მხარდაჭერამ და კერძო სექტორის ჩართულობამ განაპირობა.

„მოგეხსენებათ, სოფლის მეურნეობის განვითარება პრიორიტეტულ მიმართულებად განისაზღვრა. შეიქმნა დარგის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. ჩვენ მიზნად დავისახეთ, შევქმნათ ისეთი გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს აგროსასურსათო სექტორში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას, სურსათის უვნებლობასა და სოფლად სიღარიბის დაძლევას. ჩვენ დღეს დარგის განვითარების მიმართულებით მიღწეულ წარმატებებზე საუბარი შეგვიძლია. ბოლო 4  წელიწადში  10-ჯერ გაიზარდა ბიუჯეტი, შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში გაცემულია 26 000-ზე მეტი სესხი, გაფართოვდა-გადიარაღდა 700 და შეიქმნა 150 ახალი საწარმო; 2013 წლიდან 700 ათასზე მეტი ბენეფიციარი იღებს დახმარებას მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, ხორციელდება აგროდაზღვევის პროგრამა, ჯამში გაცემულია 28 000 პოლისზე მეტი; აქტიურად მიმდინარეობს სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის პროცესი, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია..“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთახმების გაფორმების შემდეგ აგრარული დარგის წინაშე არსებული გამოწვევებისა და ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებაც ისაუბრა. მინისტრმა ყურადღება სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის უზრუნველყოფის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე გაამახვილა.

ოთარ დანელიამ დამსწრე საზოგადოებას აგროსასურსათო სექტორის საქსპორტო შესაძლებლობები, ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით მიღწეული შედეგები და ევროკავშირის ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვის მზარდი ტენდენციების ანგარიში გააცნო.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა აგრარული დაგის განვითრებისთვის სამეცნიერო- კვლევითი საქმიანობის მნიშვნელობის შესახებ და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში არსებული სამეცნიერო-კველევითი ცენტრის შექმნის, არსებული კვლევითი ბაზების რეაბილიტაციისა და გაწეული საქმიანობის შესახებ ისაუბრა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სოფლის მეურნეობის მინისტრის ანგარიშის შეფასებისას აღნიშნა, რომ აგრარულიდარგი, ერთიმხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, ხოლო, მეორე მხრივ, მას სოციალური დატვირთვაც აქვს, რადგან ჩვენი მოსახლეობის ნახევარზე მეტი სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული.

შეხვედრის დასასრულს მთავრობის მეთაურმა ოთარ დანელიას, როგორც მარტვილი-აბაშის მაჟორიტარი დეპიტატობის კანდიდატს, წარმატებები უსურვა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანი გამოწვევებია ევროპასთან საკანონდებლო სივრცის ჰარმონიზაციის კუთხით და ოთარ დანელიას პარლამენტში ყოფნაამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge