primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
12 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge

დავით ხუციშვილმა საქართველოს ინტერნეტ მმართველობის ფორუმი 2016 გახსნა

  • ეკონომიკა
  • 06.09.2016
  • 12:37
დავით ხუციშვილმა საქართველოს ინტერნეტ მმართველობის ფორუმი 2016 გახსნა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით ხუციშვილმა დღეს ტექნოპარკში გამართული ინტერნეტის მართვის საკითხებთან დაკავშირებული ყოველწლიური კონფერენცია – საქართველოს ინტერნეტ მმართველობის ფორუმი 2016 გახსნა. ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თანაორგანიზატორობით გაიმართა.

დავით ხუციშვილმა აღნიშნა, თუ რამდენად დიდ როლს თამაშობს ინტერნეტი ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე ისაუბრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროექტზესაქართველოში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, რომლის მიზანია ქვეყნის 2 000-მდე დასახლებული პუნქტის ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალების მშენებლობა, დაშვების  წერტილების მოწყობა და აქედან გამომდინარე, საქართველოს მოსახლეობისთვის  ფართოზოლოვან მომსახურებებთან და მაღალსიჩქარიან ინტერნეტთან წვდომის ხელშეწყობა.

ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარება ოპერატორებს საშუალებას მისცემს,შესაბამისი მომსახურება გაუწიონ მოსახლეობას იმ დასახლებულ პუნქტებში, სადაც აქამდეფართოზოლოვანი მომსახურება არ არის ხელმისაწვდომი, ასევე გააუმჯობესონ არსებული მომსახურების ხარისხი იმ დასახლებულ პუნქტებში, სადაც ის მოსახლეობას დაბალი ხარისხით ან შეზღუდულად მიეწოდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვის ზრდასთან ერთად, ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტუალური ხდება ინტერნეტში პირადი ცხოვრების პატივისცემის და ხელშეუხებლობის, ცენზურის და თვითცენზურის, საავტორო უფლებების ხელყოფის, სიძულვილის ენის და ძალადობისკენ მოწოდების, მავნე ზეგავლენისგან არასრულწლოვნების დაცვის საკითხები. ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირშია ინტერნეტში გამოხატვის თავისუფლების, აზრის დაუბრკოლებლად გავრცელების, ინფორმაციის მიღების და გავრცელების, ინფორმაციის ღიაობის და სხვა საკვანძო საკითხებთან.

შეხვედრაზე ასევე ვრცლად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა ეკა ყუბუსიძემ, კერძოდ - სამინისტროში მიმდინარე პროექტთან დაკავშირებით ელექტრონული კომერციის საკანონმდებლო ბაზისა და პლატფორმის განვითარების და ამ პროცესში მომხმარებელთა უფლებების დაცვის, პერსონალური მონაცემების დაცვისა და საავტორო უფლებათა დაცვის მიმართულებით.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
  • 13:50
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
  • 18:16
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
  • 14:27
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
  • 11:02
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge