png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ნიკა გვარამია: რასაც უზენაესი სასამართლო აკეთებს, არის ტერორი "რუსთავი2"-ის თანამშრომლების

  • საზოგადოება
  • 06.09.2016
  • 18:31
ნიკა გვარამია: რასაც უზენაესი სასამართლო აკეთებს, არის ტერორი "რუსთავი2"-ის თანამშრომლების

ნიკა გვარამიამ რუსთავი2-ის საქმეზე საზოგადოებას და მედიასაშუალებების წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ბრიფინგზე გვარამიამ ხალვაშსა და ოქრუაშვილს შორის გაფორმებული დოკუმენტის შესახებაც ისაუბრა. 

"მე და ზალიკოს, ანუ რუსთავი2-ის უმაღლეს მენეჯმენტს და იურისტების გუნდს გვინდა, განმარტებები გავაკეთოთ რუსთავი2-ის საქმეზე. გვინდა, მკაფიოდ განვმარტოთ, რაშია საქმე.

პირველ რიგში, ჩვენი მთავარი არგუმენტი ამ საქმეში არა ირაკლი ღარიბაშვილის წარმოდგენილი დოკუმენტია, არამედ ის, რომ რუსთავი2-ის მფლობელები არიან აბსოლიტურად მართლები. მათ მიერ სამართლიანად მოხდა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება და პირველი ორი ინსტანციის გადაწყვეტილება არის უკანონო. კეთილსინდისიერი მყიდველისთვის ქონების ჩამორთმევა არ ხდება. 

მივმართავ უზენაესს სასამართლოს, რომელიც იხილავს ამ სარჩელის დასაშვებობას ზეპირად მოსმენის გარეშე. 4-დან 1 კრიტერიუმის დაკმაყოფილებაა საჭირო, რომ საქმეზე წარმოება დაიწყოს. ჩვენი კი ოთხივეს აკმაყოფილებს. მივმართავ ამ კოლეგიას, მიიღონ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება სწრაფად, ნუ გვამყოფებენ ტერორის ქვეშ.

ის, რასაც უზენაესი სასამართლო აკეთებს, არის ტერორი რუსთავი2-ის თანამშრომლების და მისი მაყურებლების წინაშე. მუდმივი მოლოდინი, თუ როდის მოვა ფოსტით შეტყობინებ ან აღმასრულებელი ან სულაც გასამხედროებული ფორმირება, რომ რუსთავი2-დაიკავოს. ეს არის ტერორი, რომელსაც აწარმოებს უზენაესი სასამართლო. 

ეს არ არის ჩვენი მთავარი კოზირი მიუხედავად იმისა, რომ ამ დოკუმენტს თავისი ფასი და მნიშვნელობა აქვს. ამით დასტურდება, რომ ქიბარ ხალვაში რეალურ მფლობელს არ წარმოადგენდა. მისი უფლებები ვერ შეილახებოდა იმიტომ, რომ ის ამ ქონებას არასდროს არ ფლობდა," - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge